რატომ ამბობენ აზერბაიჯანში მამები შვილებზე უარს

რატომ ამბობენ აზერბაიჯანში მამები შვილებზე უარს

რატომ ამბობენ აზერბაიჯანში მამები შვილებზე უარსმშობლები, რომლებიც უარს ამბობენ საკუთარ შვილებზე. იმ პოლიტიკოსების ახლობლების და მეგობრების დაკავებები, რომლებიც მთავრობას აკრიტიკებენ – ეს ოპოზიციონერი აქტივისტების თქმით, აზერბაიჯანის ბოლოდროინდელი საგანგაშო ტენდენციაა.

გასულ კვირას, ოპოზიციონერ რასულ მურსალოვის მამამ, რომელიც ჰოლანდიაში პოლიტიკური დევნილია, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართა განცხადებით, რომ ის უარს ამბობს საკუთარი შვილის მამობაზე.

მიმდინარე თვეში ეს მეორე ფაქტია. მანამდე ემილ მალის ახლობლებმა, რომელიც ოპოზიციური მედია-პლატფორმა Meydan TV-ის ხელმძღვანელია, უარი თქვეს მასთან ნათესაობაზე.

უფლებადამცველების თქმით, მომხდარი ფაქტები ამტკიცებს, იმას, რომ ქვეყანაში მდგომარეობა უარესდება. ხელისუფლების განცხადებით, მსგავი ფაქტებით მიზანმიმართულად ცდილობენ ქვეყნის მთავრობას იმიჯი შეულახონ და ის ერთგვარ მონსტრად წარმოაჩინონ.

10 სექტემბერს 60 წლის მაარიფ მურსალას მიერ გაკეთებულ განცხადებაში, რომელმაც უარი თქვა საკუთარ შვილზე, ის წერს, რომ პასუხს არ აგებს რასულ მურსალოვის ქმედებებზე და მის პოლიტიკურ აქტიურობებზე. “დღეიდან ჩვენ მას არ ვიცნობთ და ვწყვეტთ ყველანაირ კავშირს” – განაცხადა მამამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
ბიბისისთან ინტერვიუში, აქტივისტის მამამ, რომელიც ზაგატალას რაიონში ცხოვრობს, აღიარა, რომ ამ ნაბიჯისკენ მას საკუთარი ოჯახის უსაფრთხოებამ უბიძგა. “იმის მიუხედავად, რომ ის ჰოლანდიაშია, ჩვენ აქ სახელმწიფო სტრუქტურებმა უბრალოდ დაგვტანჯეს თავიანთი მუქარებით, რომელიც ისმის როგორც ოჯახის წევრების, ასევე ნათესავების მიმართაც” – თქვა პოლიტიკოსის მამამ – “ცხადია, არავინ ამბობს ასე უბრალოდ საკუშარ შვილზე უარს. იძულებული გავხდი ეს გამეკეთებინა იმისთვის, რომ თავი დაგვანებონ” – ამბობს ის. “ჩემი შვილი წავიდა ქვეყბიდან და მას უკან მოსასვლელი გზა არა აქვს. არ გააკეთონ ისე, რომ ჩვენც წავიდეთ” – ამბობს მაარიფ მურსალოვი, რომელმაც მთავრობას ასევე სთხოვა, რომ მისი შვილი მისამართიდანაც ამოწერონ. მასთან ერთად განცხადებას ხელი მოაწერეს პოლიტიკური აქტივისტის დედამ, დამ, ხუთი წლის დისშვილმა და სხვა ნათესავებმა.

30 წლის რასულ მურსალოვი, რომელიც დემოკრატიული პარტიის წევრი იყო, შემდეგ კი სახალხო ფრონტის აქტივისტი, 2012 წელს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ნახევარი წლით ციხეში იჯდა. ის 2014 წელს, განთავისუფლების შემდეგ აგრძელებდა ოპოზიციურ მოღვაწეობას, მაგრამ მალე სახელმწიფო ღალატსა და თაღლითობაში დასდეს ბრალი. მის წინააღმდეგ სახელმწიფო ღალატის მუხლით ბრალდება მას შემდეგ აღიძრა, რაც პოლიტიკოსმა საქართველოში სომეხ სახელმწიფო მოღვაწეებთან გამართა შეხვედრა. თაღლითობის საქმე კი 6 წლის წინ ერთ-ერთი აზერბაიჯანული ბანკიდან აღებულ სესხს ეხება.

“მე ჩემებზე არ ვარ გაბრაზებული. მე ვიცი ის რეჟიმი და ვაცნობიერებ, რამხელა ბოროტება შეუძლიათ მათ ჩემებს მიაყენონ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ოჯახი აიძულეს ეს გადაწყვეტილება მიეღო” – ამბობს პოლიტიკური ოპოზიციონერი.

banner
წინა სტატიაშიუგულავას საქმეზე გადაწყვეტილება 21:00 საათზე გამოცხადდება
შემდეგი სტატიაუნგრეთი მიგრანტების წინააღმდეგ