რას ურჩევს ყოფილ პრემიერს ალექსი პეტრიაშვილი

ალექსი პეტრიაშვილი პროკურატურის ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს

პრეზიდენტის რეზიდენციის გარშემო მიმდინარე დებატებში თავისუფალი დემოკრატები ინიციატივით გამოიან,როგორც გადაცემა არჩევანში ალექსი პეტრიაშვილმა თქვა, ის ურჩევს ღარიბაშვილს, გაყიდოს სახელწმიფო კანცელარიის შენობა და თავად გადავიდეს ათონელის რეზიდენციაში.

“პრემიერი გადავიდეს და მისი ადმინისტრაცია გადავიდეს იმ შენობაში, კანცელარიის შენობა და მიმდებარე ტერიტორია გაიყიდოს, ის შეიძლება ყველაზე მიმზიდველიც იყოს ინვესტორისთვის,” – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

თავისუფალ დემოკრატებს რჩევა ბიძინა ივანიშვილისთვისაც აქვთ.

ალექსი პეტრიაშვილი ურჩევს ყოფილს პრემიერს, შეწყვიტოს პრეზიდენტის რეზიდენციაზე საუბარი, რადგან ეს არამარტო ქვეყანას, არამედ თავად ბიძინა ივანიშვილს არასახარბიელოდ წარმოაჩენს საერთაშორისო აპსარეზზე.

banner
წინა სტატიაშიკადიროვის ხელფასი წელიწადში ნახევარი მილიონით გაიზარდა
შემდეგი სტატიაივანიშვილი თუ მოისურვებს, მარგველაშვილს რეზიდენციაში შუქს გამოურთავს