რას საქმიანობს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო და არის თუ არა ჩართული მტაცებელი ცხოველების დაჭერის პროცესში?

დრამატული ნადირობა ვეფხვზე

"თაიმერის" ფოტორეპორტაჟიქალაქ თბილისის მერიასთან არსებობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის დადგენილების #17-56 საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი-ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო. ჟურნალისტი ბერდია კალანდია აღნიშნული სააგენტოს საქმიანობით ინტერესდება და სახელმწიფო უწყებებს რამდენიმე კითხვით მიმართავს:

“მივმართავ კრიზისების საბჭოს ხელმძღვანელობას, მის წევრებს და ქალაქ თბილისის მერს
ქალაქ თბილისის მერიასთან არსებობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის დადგენილების #17-56 საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი-ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო.
დღემდე უცნობია ამ სააგენტოს დირექტორის, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ცხოველთა კონტროლისა და რეგულირების დეპარტამენტის და მისი განყოფილებების ა) ოპერატიული რეაგირებისა და მონიტორინგის ბ) ანალიზის, ინფორმაციული უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის გ) ოპერატიული სამორიგეოს (განყოფილება) უფროსების ვინაობები.
ასევე საინტერესოა ჩართულნი იყვნენ თუ არა და რა მასშტაბებით ამ სააგენტოს შესაბამისი განყოფილებების თანამშრომლები მათთვის დებულებით განკუთვნილი კომპეტენციის ფარგლებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში.
კერძოდ,
1. მას უნდა განეხორციელებინა ცხოველთა ჰუმანური გზით დაჭერა. შეასრულა თუ არა ამ სააგენტომ ეს კანონით დაკისრებული დავალება? როდის, სად და რომელ თავშესაფარში მოათავსა ჰუმანური გზით დაკავებული ცხოველი.(გთხოვთ მიმითითოთ დაჭერის დრო, ცხოველის სახეობა და მისი თავშესაფარი.)
2. დეპარტამენტი ახორციელებს მოსახლეობის დაცვას აგრესიული ცხოველებისგან. გთხოვთ მითხრათ სად, რა მეთოდით, როგორ დაიცვა ამ დეპარტამენტმა მოქალაქეები?
3. დეპატრამენტი ვალდებულია კომპეტენციის ფარგლებში ექსტრემალურ და გადაუდებელ შემთხვევებზე მოახდინოს რეაგირება. გთხოვთ მიპასუხოთ სად და რომელ შემთხვევაზე მოახდინა რეაგირება?
4. დეპარტამენტი ვალდებულია მიიღოს ინფორმაცია მისი შემდგომი დამუშავების, ანალიზის და ვითარების პროგნოზირების მიზნით. რა ინფორმაცია, რომელი არხებით მიიღო, რა ანალიზი გააკეთა და რომელი ვითარების პროგნოზირება მოახდინა?
5. დეპარტამენტი ვალდებულია მოქალაქეთა და დაინტერესებულ პირთა ზარების მიღების და მათზე სათანადო რეაგირებისთვის, ასევე ამ შეტყობინებების გაფორმებისა და აღრიცხვისთვის. მითხარით ოპერატიული სატელეფონო ნომერი, რომეზეც შეუძლია დარეკოს მოქალაქემ და როდის, რა საკითხზე შემოსულა ზარი მოქალაქისგან-თუნდაც ბოლო ერთი შემთხვევა და ზოგადი სტატისტიკა?
6. მისი ვალდებულება მიაწოდოს დამუშავებული ინფრომაციები სათანადო თანამდებობის პირებს.  წარმოადგინოს ბატონმა ქალაქის მერმა ამ დეპარტამნტის მიერ მიწოდებილი რომელიმე მონაცემი, რომელიც შეეხება ბოლო დროს განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს.
7. მას ევალება მედიასთან ურთიერთობა და პრეს-რელიზის შედგენა. გთხოვთ მითხრათ მისი ბოლო ურთიერთობა რომელიმე მედიასთან ან მის მიერ შედგენილი უახლესი პრეს-რელიზი”,- განმარტავს ჟურნალისტი ბერდია კალანდია.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: “სითი პარკის” ყველა ჯარიმა, რომელიც გამოიწერა სტიქიის ადგილზე, იქნება გაუქმებული
შემდეგი სტატიასაქართველოს პატრიარქმა “მზიურის” ტერიტორიაზე მომუშავე მოხალისეები დალოცა