რას მოითხოვს ანტიკორუფციული სამსახური მერიისგან ?

ას შემდეგ რაც სამართალდამცველებმა მერიის მაღალჩინოსანი, ჯოკია ბოდოკია ქრთამის აღების გამო დააკავეს, დედაქალაქის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით შს სამინისტრო გამოძიებას აგრძელდებს. ბოდოკიას საქმესთან დაკავშირებით შს სამინისტროს ანტიკორუფციული სამსახური ნარმანიას უწყებისგან ორი ადამიანის შესახებ ინფორმაციას ითხვოს.

კერძოდ სამართალდამცველი უწყება მითხოვს ინფორმაციას ზედამხედველობის სამოქალაქო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის დავით მედულაშვილისა და ამავე სამსახურის მთავარი სპეციალისტის თამაზ ცერცვაძის შესახებ.

ანტიკორუფციული სამსახურის მიერ მერიაში გაგზავნილი წერილით ირკვევა, რომ საგამოძიებო ორგანოს აღნიშნული თანამდებობის პირების შესახებ დეტალური ინფორმაცია აინტერესებთ, მათ შორის მათი დანიშვნის თარიღი.

წერილი რომელიც მერიას შს სამინისტროს ანტიკორუფციულმა სამსახურმა გაუგზავნა არასამთავრობო ორგანიზაციებმა “მედიატორმა” და “სამოქალაქო მონიტორინგის ცენტრმა” გაავრცელეს.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა” ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს
შემდეგი სტატიამინსკის შეთანხმების ამოქმედების მიუხედავად, უკრაინის რეგიონში შეტაკებები არ წყდება