“რასსია 24”-ის ამინდის წამყვანმა წარმატებულ დასამობმ ამინდზე ისაუბრა

"რასსია 24"-ის ამინდის წამყვანმა წარმატებულ დასამობმ ამინდზე ისაუბრატელეარხ “რასსია 24”-ის მეტეოროლოგიული პროგნოზის წამყვანმა სირიაში დასაბომბად წარმატებულ ამინდზე ისაუბრა. წამყვანმა რამდენჯერმე ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსმა სამხედროებმა “ძალიან კარგად” აარჩიეს დრო საჰაერო ავიადარტყმებისათვის და სირიაში ამინდის სტატისტიკა მოიყვანა.
“როგორც ექსპერტები ამბობენ, სამხედრო ოპერაცია ამინდის თვალსაზრისით წარმატებულად არის არჩეული. სირიაში ოქტომბერი ზოგადად ძალიან კარგი თვეა ფრენებისთვის. ქარის საშუალო სიჩქარე 2-4 მეტრია წამში, ოქტომბერში მხოლოდ ერთხელ ისიც 15 მეტრამდეა მოსალოდნელი ქარი, წვიმა კი 9 დღეში ერთხელ არის, ამასთანავე ყველაზე ინტენსიური 18 მილიმეტრია, რომელიც ძირითადად ჩრდილოეთით ხდება, იქ, სადაც რუსეთის სამხედრო ძალები ატარებენ ოპერაციას” – თქვა წამყვანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამას სერიოზული გავლენა არ ექნება ავიადარტყმებზე: რუს სამხედროებს ტემპერატურა ხელს შეუწყობს, უფრო მეტიც – ღრუბლების განლაგებაც.
“გამოდის, რომ რუს სამხედროებს ხელი მხოლოდდამხოლოდ ქვიშის ქარმა შეიძლება შეუშალოს” – თქვა წამყვანმა.
მან ასევე ილაპარაკე იმაზე, რომ ნოემბერში ბევრი ღრუბელია მოსალოდნელი, ამიტომ რუს სამხედროებს თვითონ ბუნება აჩქარებს ოქტომბრის ოპერაციებისკენ.

რუსეთის ავიაციამ სირიაში სამხედრო ოპერაცია 30 სექტემბერს დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიპენტაგონის შეფმა მოსკოვი სირიის კონფლიქტის ესკალაციაში დაადანაშაულა
შემდეგი სტატიააშშ ახალ ფრონტს გახსნის სირიაში