ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზენ კადიროვის განაცხადებით, მან 20-ჯერ სთხოვა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რომ ის გადაეყენებინა დაკავებული პოსტიდან, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო ,,რია ნოვოსტი,,
,,ახალგაზრდობა იზრდება. ეს რეგიონი სხვებთან შედარებით სულ უფრო მეტად უჭერს ფედერალურ ხელისუფლებას მხარს… მე, სიამოვნებით 20-ჯერ ვთხოვე პუტინს გამანთავისუფლოს. მე არ ვებღაუჭები სავარძელს,, განაცხადა რამზან კადიროვმა, რომელსაც ბოლო დროს რუსული პრესით გავრცელებული ინფორმაციებით, ძალიან დაეძაბა ურთიერთობა ფედერალურ ძალოვან სტრუქტურებთან, რაც გრზონოში სტავროპოლელი პოლიციელების მიერ, ჩეჩენი სამართალდამცავების გვერდის ავლით, ჩეჩენი ძებნილის ლიკვიდაციას მოჰყვა.