რაზე ისაუბრეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ფრანსუა ოლანდმა?

ფრანსუა ოლანდის ახალი ინიციატივა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რიგაში საფრანგეთის პრეზიდენტს, ფრანსუა ოლანდს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილვის მთავარი თემები იყო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცება, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის მომავალი და საქართველოს წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში.
ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანსუა ოლანდს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ასევე არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა შეხვედრაზე განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს წვლილი ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში.
საუბარი შეეხო უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე კულტურული ურთიერთობების და მოქალაქეთა შორის კონტაქტების გაფართოებას.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, მდგრადი განვითარების, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები. ასევე, ხაზგასმით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის დინამიკა და ბიზნესებს შორის თანამშრომლობის გააქტიურება.
საფრანგეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მესამე შვილის შეძენა პირადად მიულოცა.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე: რიგის სამიტზე შესრულებული დავალებებითა და განხორციელებული რეფორმებით მოვედით
შემდეგი სტატიაგიორგი კანდელაკი: მათი ეს დაპირება, ყველა სხვა დაპირებასთან ერთად, აღმოჩნდა სიცრუე