რაზე ილაპარაკეს პუტინმა და ხაჯინბამ…?

აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯინბას მიერ მედიაში გაკეთებული განცხადებით, მან და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, გუშინ სოჭში აფხაზეთისათვის საჭირბოროტო მრავალი საკითხის ერთობლივ გადაწყვეტაზე ისაუბრეს.
ჩვენ შევხვდით იმისათვის, რომ გადაგვეწყვიტა ჩვენი გვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც მე შემიძლია ჩამოგითვალოთ… ფსოუზე აფხაზეთ-რუსეთის საზღვრის გადაკვეთის გაიოლება… კერძოდ ფეხით სავალი და საავტომობილი საკონტროლო-გამსვები პუნქტების განცალკავება; რუსეთში იმპორტჩანაცვლების პროგრამაში აფხაზეთის ჩართვა; რუსული ინვესტიციების მოზიდვა აღმოსავლეთ აფხაზეთში საინტერესო პროექტებისთვის; სოციალური სფეროსთვის და საშუალო ბიზნესისათვის ფინანსური დახმარება; აფხაზეთის მოქალაქეთათვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების გამარტივება; რუსეთიდან შემოსატანი ნავთობპროდუქტების კვოტების გაზრდა; ექსპორტის გადასახადები და სოხუმის აეროპორტის გახსნის საკითხები, განაცხადა რაულ ხაჯინბამ.
აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს დიდი იმედი აქვს, რომ რუსეთი და მისი პრეზიდენტი ყველა განხილული საკითხის მოგვარებაზე უახლოეს ხანებში დაეხმარებიან.
ხაჯინბამ თავის პრესკონფერენციაზე აგრეთვე ილაპარაკა აფხაზური დე-ფაქტო შსს-ში მიმდინარე მოვლენებზე და აღნიშნა, რომ ის უკმაყოფილოა რაც აქამდე ხდებოდა იმითი და ამ ორგანოებში წმენდა დააანონსა.

banner
წინა სტატიაშიხათუნა ლაგაზიძე: საქართველო რუსულმა პროპაგანდამ წალეკა
შემდეგი სტატიაათასწლეულის ქორწილი ჩეჩნეთში (VIDEO)