რადიო “თავისუფლებამ” საიტიდან ინტერვიუ აიღო

რადიო “თავისუფლების” რედაქციამ რუსულენოვანი საიტიდან აიღო ინტერვიუ პეტერბურგელ ბიზნესმენთან მაქსიმ ფრეიზორთან, სადაც ის რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ გამოდიოდა.
პუბლიკაცია “რადიო თავისუფლების” თანამოსაუბრის თხოვნით იქნა აღებული, რომელიც თავისი უსაფრთხოების გამო შიშებს გამოთქვამს პუბლიკაციის გამოქვეყნების შემდეგ. “ბოდიშს გიხდით მომხდარის გამო” წერს რადიო “თავისუფლება”.
ბიზნესმენთან საუბარი 23 მაისს იქნა გამოქვეყნებული და საუბრის ერთ-ერთი თემა პეტერბურგის 1990-იან წლებში შექმნილ ბიზნეს გარემოს ეხებოდა.
პუბლიკაციამდე ერთი დღით ადრე პუტინის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლში ორი ჟურნალისტური თხოვნა შემოვიდა, რომელიც მისი თქმით, პროკურორის პოზიციიდან იყო დაწერილი. საუბარი ლონდონურ და ამერიკულ მედიას შეეხებოდა.
პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლში გაოცებულები არიან ჟურნალისტების “კოორდინირებული” ქცევით რაც პუტინის საახლობლო წრისადმი ინტერესს შეეხება და თქვა, რომ პუბლიკაციის შემთხვევაში კრემლს მასზე რეაქცია არ ექნება, რადგანაც “შეუძლებელია ამ ცილისწამებას სერიოზულად უპასუხო”.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხაში ავტოავარიის დროს დაღუპულის ოჯახის წევრები ხელახალ გამოძიებას ითხოვენ
შემდეგი სტატიავახტანგ კაპანაძე: რას არ მივცემდი, რომ ვიყო ნაკლები წოდების, ცოტა ახალგაზრდა და ვიდგე თქვენს გვერდით