რადიკალი ისლამისტების მუქარა – გერმანიაში უსაფრთხოების ნორმები გაამკაცრეს

გერმანიის ქალაქ ბრემენში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული. პოლიცია განსაკუთრებით სტრატეგიულ დაწესებულებებს იცავს, რისი მიზეზიცრადიკალი ისლამისტების მუქარა გახდა.

“Deutsche welle-ს” ინფორმაციით, პარლამენტის, მერიისა და ცენტრალური ტაძრის ირგვლივ პოლიციის ავტობუსებია განთავსებული.

პოლიციელთა ნაწილი ავტომატური იარაღით არის აღჭურვილი.

გავრცელებული ინფომრაციით, ამ დროისთვის დაკვირვების ქვეშ არის 400-მდე სალაფიტია.

ბრემენში მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ ინფორმაცია უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშინემცოვი პუტინის ბრძანებით არ მოუკლავთ… აცხადებს კასპაროვი
შემდეგი სტატიარუსეთის მოქალაქეები უკრაინაში შესვლას მხოლოდ საერთაშორისო პასპორტით შეძლებენ