ჟურნალისტი ირაკლი კორძაია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებას პასუხობს

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებას

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებასჟურნალისტ ირაკლი კორძაიას განცხადებით, მთავრობის დისკრედიტაციას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავები ახდენენ. ასე გამოეხმაურა ირაკლი კორძაია “იმედის კვირის” ეთერში მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებას, რომ დაუსაბუთებელ ბრალდებებს მთავრობისა და პრემიერის მიზანმიმართულ დისკრედიტაციად აფასებენ.
“მე ვერანაირ კონკურენციას ვერ გავუწევ მთავრობის დისკრედიტაციაში და ზოგადად გამარჯვების იდეის დისკრედიტაციაში ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავებს. ისინი კონკურენციას უბრალოდ არ ექვემდებარებიან. მათ მოახდინეს ყველაფრის დისკრედიტაცია, რისი დისკრედიტაციაც შეიძლება მოეხდინათ ამ 2 წლის განმავლობაში.
ჩემი დაკვირვებით, არის გარკვეული მცდელობა ხელის გაშვერის შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელი ხელმძღვანელობისკენ, თითქოს მათ 5 თვე ჰქონდათ იმისათვის, რომ გაერკვიათ ეს საკითხები. ეს ადამიანები, კერძოდ, მინისტრი ვახტანგ გომელაური ალაგებს იმას, რაც წელიწადნახევრის და 2 წლის განმავლობაში ჯანყარაშვილმა და ზედელაშვილმა გააფუჭეს”, – განაცხადა კორძაიამ.
რაც შეეხება მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებას, კორძაიამ აღნიშნა, რომ ასეთი პასუხი ღარიბაშვილისგან არ უკვირს. “არ მიკვირს ასეთი პასუხი ირაკლი ღარიბაშვილისგან. ღარიბაშვილს რომ ვამბობ, ვგულისხმობ ჯანყარაშვილს, ჯანყარაშვილს რომ ვამბობ, ვგულისხმობ ზედელაშვილს, ზედელაშვილს რომ ვამბობ, ვგულისხმობ თამაზაშვილს. მე არ მიკვირს ეს მათგან, იმიტომ, რომ მათ არ ეძვირფასებათ ის გამარჯვება, რომელსაც ჩვენ 2012 წელს მივაღწიეთ. მათ არ განუცდიათ ის ტკივილი, მათზე არ ყოფილა ფიზიკური ზეწოლა, ისინი არ ყოფილან მიტინგებზე ნაცემი, ისინი არ ყოფილან სახლებიდან გატაცებული, არ ყოფილან უკანონო პატიმრობაში. ერთი შემთხვევა იყო, ბატონი თამაზაშვილი 9 თვე იჯდა ციხეში და გახადეს მისგან მაჰათმა განდი”, – განაცხადა კორძაიამ.

banner
წინა სტატიაშიამერიკული ჯარი და შარვალჩახდილი პროტესტი ჩეხეთში
შემდეგი სტატიაუბედური შემთხვევა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში