ჟურნალისტი სოფო შევარდნაძე ინტერნეტში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შევარდნაძე ინტერნეტში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

 შევარდნაძე ინტერნეტში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებსჟურნალისტი სოფო შევარდნაძე ინტერნეტში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“ალბათ, უნდა ითქვას, რომ ერთი წლის წინ, ზუსტად ბაბუაჩემის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, დაიდო ეს ინტერვიუ წერილთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც მე დავწერე: აღშფოთებული და გაოგნებული ვარ იმ ცრუ ინფორმაციით, რომელიც გამოქვეყნდა ერთ-ერთ საიტზე. მთელი კატეგორიულობით ვაცხადებ, რომ არც ერთი სიტყვა არ შეესაბამება სიმართლეს; უფრო მეტიც, არანაირი კონტაქტი არ მქონია ამ სააგენტოსთან საერთოდ. ამაზრზენია, როდესაც ჩემი ოჯახისთვის უმძიმეს დღეებში, არსებობენ ჟურნალისტები ან მავანნი და მავანნი, რომლებიც სპეკულირებენ ბაბუაჩემის გარდაცვალების თემით. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, არავისთვის საიდუმლო არ ყოფილა ედუარდ შევარდნაძის დამოკიდებულება ამ პიროვნების მიმართ; ადრეც და შემდგომაც ის განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავდა და უპირობო მხარდაჭერას უცხადებდა მის საქმიანობას. განსაკუთრებული მადლიერი იყო მისი იმ გადამწყვეტი წვლილისთვის, რაც მას სამების ტაძრის მშენებლობაში მიუძღვის.
ვთხოვ ჩემს ყველა კოლეგა ჟურნალისტს და საიტების რედაქტორებს, ჩემი ოჯახისთვის ამ მძიმე და რთულ დროს, თავი შეიკავონ ცრუ და თვითნებური ინფორმაციის გავრცელებისგან. გთხოვთ, ის ამაზრზენი, ე.წ. ინტერვიუ, რომელიც გავრცელდა ინტენეტის მეშვეობით, მოხსნათ თქვენი საიტებიდან. წინასწარ გიხდით მადლობას ჟურნალისტური სოლიდარობისთვის”.
მე მაშინ მივმართე კოლეგებს, მოეხსნათ ეს ამაზრზენი მასალა საიტებიდან. ახლაც ასეთი თხოვნით მივმართავ. თუ გაგრძელდება ამ ცრუ ინფორმაციის ტირაჟირება, არ დავიზარებ და მივმართავ სამართლებრივ გზებს”,- აღნიშნულია განცხადებაში.

დღეს ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სოფო შევარდნაძე ბაბუის, ედუარდ შევარდნაძის ანდერძს ასაჯაროებს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი, კახა თარგამაძე და ბიძინა ივანიშვილი უარყოფით კონტექსტში ჰყავს მოხსენიებული.

banner
წინა სტატიაშიხილიანისა და ჭავჭავაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი გახსნილია
შემდეგი სტატიაალა პუგაჩოვამ საზოგადოება ისევ შოკში ჩააგდო+ფოტო