ჟერარ დეპარდიე რუსულ პასპორტს ბელგიურზე ცვლის

ჟერარ დეპარდიე - პერსონა ნონ გრატა უკრაინაში

სკანდალურად ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიეს განცხადებით, ის მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ ნამდვილი ფრანგია და მის ბუნებნრივ ადგილსამყოფელს, ანუ ევროპას უნდა დაუბრუნდეს… ამისთვის კი მან ბელგიის მოქალაქეობაზე შეიტანა განაცხადი და უძრავი ქონებაც შეიძინა, აცხადებს რუსული ,,ტრიბუნა,,.

იმისათვის, რომ ბელგიის მოქალაქეობა მიიღოს, მას რუსეთის მოქალაქეობაზე მოუწევს უარის თქმა… რადგან რუსეთის კანონები ორმაგ მოქალაქეობას არ უშვებს. დე პარდიეს როგორც ჩანს უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება, პუტინის მიერ პირადად ნაჩუქარი რუსული პასპორტი უკან ჩაბაროს… ამას მოწმობს რუსული პრესის მიერ გავრცელებული ცნობა, რომ დეპარდიემ, გროზნოში კადიროვისა და სარანსკში მორდოვეთის ლიდერის მიერ ნაჩუქარი ბინები უკვე გაყიდა.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი მსახიობი დეპარდიე, მას შემდეგ გახდა რუსეთის მოქალაქე და კადიროვ-პუტინის ძმაკაცი, რაც საფრანგეთის ხელისუფლებაში სოციალისტები მოვიდნენ და მილიონერებს, შემოსავლებსა და ფუფუნების საგნებზე ძალიან დიდი გადასახადები დაუწესეს… ახალმა საგადასახადო პოლიტიკამ… საფრანგეთში უმდიდრეს მსახიობს, დეპარდიეს პროტესტი გაუჩინა და რუსეთის მოქალაქეობა მიაღებინა… რაც რუსეთის კარგად გაცნობის შემდეგ, ორიოდე წელიწადში გადაიფიქრა…

ახლა ჟერარ დეპარდიე, საფრანგეთთან ყველაზე ახლო მყოფი ქვეყნის, ბელგიის მოქალაქე ხდება.

banner
წინა სტატიაშიგამოკითხვა: როდის უფრო მოგწონდათ პოლიციის მუშაობა წინა, თუ დღევანდელი ხელისუფლების დროს?
შემდეგი სტატიაპუტინი ერთმორწმუნე ბერძნებს ,,დაუტკბა,, და ევროპას სანქციების ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა