ჟერარ დეპარდიე – პერსონა ნონ გრატა უკრაინაში

ჟერარ დეპარდიე - პერსონა ნონ გრატა უკრაინაში

ჟერარ დეპარდიე - პერსონა ნონ გრატა უკრაინაშიფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე უკრაინის კულტურის სამინისტროს შავ სიაშია შეყვანილი, რაც ფაქტობრივად მის პერსონა ნონ გრატად აღიარებას ნიშნავს. ამის შესახებ ფრანგულმა Оuest-France-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში მსახიობს “ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიშს” უწოდებენ.
გამოცემა ვარაუდობს, რომ მსახიობი სიაში რუსეთის პრეზიდენტთან ახლო ურთიერთობების გამო შეიყვანეს, ასევე უკრაინის მიმართ გაკეთებული რამდენიმე განცხადების გამო. მაგალითად, 2014 წელს რიგაში კინოფესტივალ “ბალტიის მარგალიტზე” გამოსვლისას მან თქვა, რომ “უყვარს რუსეთი და უკრაინა, რომელიც რუსეთის ნაწილია”.
როგორც Оuest-France აღნიშნავს პერსონა ნონ გრატა გახდნენ ამერიკელი რეჟისორი ოლივერ სტოუნი, მსახიობი სტივენ სიგალი და სერბი რეჟისოსი და მუსიკოსი ემირ კუსტურიცა, ასევე რუსი მსახიობი ალექსეი ბატალოვი.

გამოცემის მონაცემებით, სულ სიაში 600 კულტურის მოღვაწეა.

banner
წინა სტატიაშისოსო ჯაჭვლიანი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის წინადადებით გამოდის
შემდეგი სტატია„რუსული მხარის მაღალი ოფიციალური პირები მზად არიან ჩამოვიდნენ საქართველოში“