ჟერარ დეპარდიე მზადაა ყირიმი და დონეცკელი სეპარატისტები მოინახულოს

,,მე არასდროს ვგრძნობდი თავს ფრანგად… მაგრამ ჩემი ახალი სამშობლო რუსეთისთვის შემიძლია მოვკვდე,,… ამ სიტყვების ავტორი ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე, მზადაა რუსეთის მიერ მიტაცებული ყირიმი და თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკა მოინახულოს… ამის შესახებ რადიოსადგურ ,,გავარიტ მასკვა,,ს ეთერში თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის ვიცეპრემიერმა ანდრეი პურგინმა განაცხადა.

პურგინის ამ განცხადებაზე კომენტარი გააკეთა დეპარდიეს წარმომადგენელმა არნო ფრილემ… ,,ჟერარ დეპარდიე მზადაა მოინახულოს ყირიმი და ფიქრობს დონეცკის მონახულებასაც,, განაცხადა ფრილემ, რომელმაც ფრანგი მსახიობის სიტყვებს, რუსეთის გამო ტავის გაწირვაზე, დეპრესიის დროს გაკეთებული განცხადება უწოდა.

აღსანიშნავია, რომ მდიდრებისათვის დაწესებული დიდი გადასახადების გამო საფრანგეთის ხელისუფლებაზე განაწყენებილმა დეპარდიემ, 2014 წელს რუსეთის მოქალაქეობა და პასპორტი თავად პრეზიდენტ პუტინისაგან მიიღო… რასაც რუსეთის ხელისუფლების მიერ საჩუქრად სამარაში და გროზნოში კადიროვის მიერ ნაჩუქარი ორი მაღალფასიანი საცხოვრებელი ბინა მოჰყვა… რომლებიც დეპარდიემ ორიოდე თვის წინ გაყიდა და ფული იმ ბელგიაში წაიღო, რომლის მოქალაქეც სულ ახლახან გახდა.

 

banner
წინა სტატიაშიკულტურის სამინისტროს სტენდთან საყდრისის მცველებმა აქცია გამართეს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ყველა ის საქმე, რომელთან დაკავშირებითაც არსებობს კითხვის ნიშნები იქნება გამოძიებული