ჟერარდის გამოსათხოვარი მატჩის შემადგენლობა დასახელდა

123620_prev_425 (1)ინგლისური ფეხბურთისა და ,,ლივერპულის,,  ლეგენდა, 35 წლის სტივენ ჟერარდი კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით მარტის დასასრულს, გამოსათხოვარი მატჩის ჩატარებას გეგმავს. გამოსათხოვარ საქველმოქმედო მატჩში ის, მის მიერ შერჩეული ვარსკვლავური გუნდით ჯემ კარაგერის მიერ შერჩეულ ვარსკვლავურ გუნდს დაუპირისპირდება.

ჟერარდის ვარსკვლავურ გუნდში ითამაშებენ: ბრედ ჯონსი, იონ არნე რიისე, სტივენ უორნოკი, რაიან ბაბელი, სტივენ ჟერარდი, კევინ ნოლანი, ლუის სუარესი, ფერნანდო ტორესი და ტიერი ანრი.

კარაგერის გუნდის შემადგენლობა ასეთია: პეპე რეინა, ჯეიმი კარაგერი, ალვარო არბელოა, მარტინ კელი, ჯონჯო შელვი, ლუის გარსია, კრეიგ ნუნ, დიდიე დროგბა, დირკ კაიტ და კრეიგ ბელამი.

banner
წინა სტატიაში,,ნაპოლის,, ქომაგებმა უკრაინის მხარდამჭერი ბანერი რუსებთან მატჩზე გამოფინეს
შემდეგი სტატიასტიქია სამეგრელოში