ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი 30 ივნისს დაინიშნა

გრიგორი კარასინმა ქართულ-რუსული დიალოგის მონაწილეებს უმასპინძლა

ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი 30 ივნისს დაინიშნა. ამის შესახებ განცხადება გრიგორი კარასინმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე დისკუსიები 30 ივნისს დაიწყება და 1 ივლისს დასრულდება.

“დღის წესრიგში საკმაოდ რთული საკითხებია შესული, რისთვისაც ჩვენ ვემზადებით”, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.

კარასინმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ჟენევის დისკუსიები ერთერთი ფორმატია, სადაც ქართულ მხარეს შეუძლია პირდაპირ ელაპარაკოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს – რუსეთის, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წარმომადგენლების შუამავლობით.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი სტიქიით დაზარალებულ ბავშვებს ოდესაში დასვენებას სთავაზობს
შემდეგი სტატიავეფხვის გამოსატყუებლად სპეციალურად ლეშის დადებას აპირებენ