ჟენევაში ირანთან ბირთვული მოლაპარაკებები იწყება

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი დღეს ჟენევაში ჩაფრინდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ატომური პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების გასამართავად. შვეიცარიაში გამგზავრებამდე კერმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის პოზიციები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან.

საერთაშორისო თანამეგობრობა ირანთან შეთანხმების მიღწევას აპირებს, რომ მათ უარი თქვან ატომური იარაღის წარმოებაზე ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების ნაცვლად.

ირანი უარს ამბობს იმაზე, რომ ის ატომურ იარაღს აწარმოებს. მოსალოდნელია, რომ კერის და მოჰამედ ჯავად ზარიფის მოლაპარაკებები ორი დღე გაგრძელდება.

რამდენიმე ხნის წინ მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ თემაზე შეთანხმებას 31 მარტამდე მიაღწევდნენ. კერის თქმით პრეზიდენტი ობამა ვადის გაგრძელებას არ აპირებს. ჟენევას აღნიშნული მოლაპაარკებების ფარგლებში ასევე ეწვევიან დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ჩინეთის და რუსეთის წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაშიავსტრალია მიგრაციის შესახებ კანონს ამკაცრებს
შემდეგი სტატიაუკრაინის პრეზიდენტს მეუღლე 23 თებერვალს არ მიულოცავს