პუტინური „ღამის მგლები“ დიდ გზაზე

დაჯგუფება „ღამის მგლებმა“ თავიანთი მოტოგარბენის განმავლობაში, შესაძლებელია ევროკავშირის პროვოცირება მოახდინონ, ამიტომ გადაწყვეტილება მათი ევროპაში არ შეშვების შესახებ სწორია – ამბობს რეინჰარდ ფეზერი.
მთავარი, რაზეც ყურადღება უნდა გამახვილდეს რუსეული „ღამის მგლების“ აქციისას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულებას ეძღვნება, ეს წარწერებია, რომელიც მათ დროშებზეა დატანებული: „სამშობლოსთვის, სტალინისთვის!“ ასეთია დროშების ლოზუნგები.
როკ-ჯგუფი, რომელსაც ვლადიმირ პუტინი რეგულარულად ნახულობს და აგრესიული რუსეული პოლიტიკის მატარებელია, ევროპისთვის საშიშროებას წარმოადგენს.
„ღამისი მგლები“ ბოლო პერიოდებში რუსეთში რამდენჯერმე მოხვდა აგრესიულ დაპირისპირებაში, რასაც ევროპაშიც რა გამორიცხავენ.
„ამიტომ უმჯობესია შევეგუოთ გადაწყვეტილებას, რომ რუსული ბაიკ ჯგუფის ევროპაში დაბლოკვა სწორი იყო“ – წერს ფეზერი, გერმანული Frankfurter Allgemeine Zeitung-ის მიმომხილველი.

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთის თავდაცვის მინისტრს ანარქისტები თავს დაესხნენ
შემდეგი სტატიაგაერო ნეპალს 15 მილიონ დოლარს გამოუყოფს