პუტინს ზურგის ტკივილისგან ავსტრიელი ექიმი მკურნალობს – ავრცელებს, “ძებნაში მყოფი პრეზიდენტის” შესახებ ავსტრიული პრესა. მათი თქმით, პუტინს საზოგადოებაში გამოჩენა ზურგის ტკივილების გამო არ შეუძლია. მის განსაკურნებლად ავსტრიელი ორთოპედი ჩავიდა მოსკოვში, წერს Kurier am Sonntag 15 მარტის ნომერში.
გამომცემლობა წყაროს არ ასახელებს, ისევე, როგორც არ ასახელებს ექიმის გვარს – იტყობინება გერმანული “დოიჩე ველე”.