პუტინმა ჩინოვნიკებს საზღვარგარეთ მკურნალობა აუკრძალა…

,,ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიცინის,, ეგიდით გამართულ ფორუმზე დამსწრე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, სახელმწიფო ჩინოვნიკები საზღვარგარეთ მკურნალობის გამო გააკრიტიკა, რაც მიმომხილველების აზრით მათთვის ფაქტიურად საზღვარგარეთ მკურნალობის აკრძალვას ნიშნავს…

რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პუტინმა ფორუმზე განაცხადა, რომ ,,იმკურნალო საზღვარგარეთ, ეს იგივეა რაც ანგარიში გქონდეს გახსნილი საზღვარგარეთ,,

მან, კიდევ ერთი ორაზროვანი ფრაზით მიმართა საზღვარგარეთ მკურნალობის მსურველ ჩინივნიკებს… ,,რუსეთში მკურნალობის სურვილის არ ქონა… ლაპარაკობს  მუშაობის სურვილის არ ქონაზე,,

კითხვაზე, თუ თავად სად მკურნალობს რუსეთის პრეზიდენტი… პუტინმა უპასუხა… ,,მე ვცდილობ არ ვიმკურნალო და სპორტით ვარ დაკავებული… მაგრამ თუ რამეა, მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალურ საავადმყოფო კლინიკას მივმართავ,,

პუტინმა დღევანდელი საჯარო გამოსვლით კიდევ ერთხელ დაადსტურა, რომ ის ერთპიროვნული მმართველია რუსეთში, რომელიც თვითონ წყვეტს ქვეყანაში ისეთ ინტიმურ საკითხებსაც კი, თუ სად და როგორ უნდა მოაგვარონ ჯანმრთელობის პრობლემები მისმა ხელქვეითებმა.

www.timer.ge

 

 

 

banner
წინა სტატიაშიზურაბ სოტკილავას, თოქ-შოუში სოხუმში მისი მშობლების მოუვლელი საფლავი აჩვენეს (VIDEO)
შემდეგი სტატიაგრანდიოზული აქციები მოლდოვაში, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით (ვიდეო)