პუტინმა პირობა დადო სეპარატისტებზე ზეგავლენა იქონიოს

პუტინმა პირობა დადო სეპარატისტებზე ზეგავლენა იქონიოს

პუტინმა პირობა დადო სეპარატისტებზე ზეგავლენა იქონიოსრუსეთის, უკრაინის, საფრანგეთის და გერმანიის ლიდერებმა მორიგი სატელეფონო მოლაპარაკებები გამართეს „ნორმანდიის ფორმატში.“
„ნორმანდიულმა ოთხეულმა“ უკრაინაში შექმნილი მდგომარეობა განიხილა. ოთხი ქვეყნის ლიდერებმა დაასკვნეს, რომ მინსკის მოლაპარაკებების შედეგად განხორციელებულმა შეზღუდვებმა მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანა და დონბასში გაცილებით შემცირდა საომარი მოქმედებები.
ქვეყნის მეთაურებმა მოილაპარაკეს, რომ უახლოეს მომავალში ოთხივე ქვეყანა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრით გააგრძელებს მოლაპარაკებების რაუნდს.
„ნორმანდიული ოთხეულის“ სატელეფონო დიალოგი გუშინ იყო დაგეგმილი, მაგრამ ქვეყნებს შორის არსებული სამუშაო გრაფიკის სხვეობიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა, თუმცა, გუშინ დაგეგმილი შეხვედრა დღეს წარმატებით დასრულდა. დიალოგის ერთ-ერთი თემა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ნაწილობრივი დარღვევა იყო.
გერმანიის რესპუბლიკის ოფიციალური წარმომადგენლის შტეფან ზაიბერტის სიტყვებით, ოთხი ქვეყნის მეთაურები „დებალცევოში სერიოზული დარღვევვების მიუხედავად მინსკის შეთანხმების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. პრეზიდენტმა პუტინმა პირობა დადო, რომ შესაძლებლობების ფარგლებში სეპარატისტებზე ზეგავლენას იქონიებდა“ – ნათქვამია გერმანიის მთავრობის განცხადებაში.
უკრაინის პრეზიდენტნის პრეს-სამსახურმა განაცხადა, რომ სატელეფონო მოლაპარაკებებისას პიოტრ პოროშენკომ მხარეებს მოუწოდა მყარი გარანტიები გამოიმუშაონ ხელშეკრულების შემდგომი დარღვევების შემთხვევებისთვის.
დღეს გამართულ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას პიოტრ პოროსენკომ გაეროს და ევროკავშირის სამშვიდობო ჯარების სადამკვირვებლო მისიით უკრაინაში შემოყვანა შესთავაზა.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვი: ევროპაში დაძაბულ სიტუაციას ნატო ქმნის და არა რუსეთი
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი მთავრობაში დაბრუნებას დაჰპირდა ქართველ ხალხს