პუტინმა ავადმყოფობის გამო ვიზიტი გადადო

საინფორმაციო სააგენტო ,,როიტერის,, ცნობით, ყაზახეთში 12-13 მარტს დაგეგმილი სამი ქვეყნის (რუსეთი, ბელორუსი, ყაზახეთი) ლიდერის შეხვედრა, პუტინის ავადმყოფობის გამო გადაიდო.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ამ საკითხის კომენტირებისაგან თავი შეიკავა.. ყაზახეთის პრეზიდენტის პრეს-ცენტრში კი, დაადასტურეს შეხვედრის გადადების ფაქტი და განაცხადეს, რომ პრეზიდენტთა შეთანხმების საფუძველზე, ეს შეხვედრა რამდენიმე დღით გადაიდო…

აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა წლეულს, როცა ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის მიერ, მის ქვეყანაში დაგეგმილი შეხვედრის გადადება-გაუქმება მოხდა… ზემოთ ნახსენები შეხვედრის გარდა, გასულ იანვარს უკრაინის კრიზისთან დაკავშირებული ალმა-ატის სამიტიც გაურკვეველი მიზეზების გამო გაუქმდა…

 

banner
წინა სტატიაშითამაზ ხუბუა გალში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება
შემდეგი სტატიალავროვმა მოსკოვ-სოხუმი-თბილისის რკინიგზის აღდგენაზე ისაუბრა