პუტინი ცივი ომისკენ მიისწრაფვის – მაკკეინი

makkeiniრუსეთის აგრესიული მოქმედებები სირიაში, უკრაინასა და არქტიკაზე პუტინის სურვილის დემონსტრირებაა, რომ მსოფლიო ცივი ომის რეჟიმში დააბრუნოს და ამერიკა ამისთვის მზად უნდა იყოს – ასეთი მოსაზრება გამოთქვა აშშ-ს სენატის სამხედრო საკითხების კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის წარმომადგენელმა ჯონ მაკკეინმა.

“არც ერთ ჩვენთაგანს არ უნდა ცივი ომის დაბრუნება, მაგრამ ჩვენ იძულებული ვართ რეალობას თვალი გავუსწოროთ, რომ საქმე გვაქვს რუსეთის მმართველთან, რომელსაც ზუსტად ეს სურს” – განაცხადა ამერიკელმა სენატორმა.
მისი აზრით, ამერიკამ რუსეთის გამოწვევებს შესაბამისად უნდა უპასუხოს და გააკრიტიკა თეთრი სახლის პოზიცია რუსეთთან მიმართებაში: “საქმე იმაშია, რომ ჩვენი თავშეკავებულობა რუსეთის აგრესიას ვერ აჩერებს” – ხაზი გასუვა მაკკეინმა. მისი თქმით, მსოფლიოში “საგანგაშო მდგომარეობაა” შექმნილი.

banner
წინა სტატიაში„არ ველით, რომ ლარი კიდევ გაუფასურდება“, – ეკონომიკის მინისტრის მოადგილე
შემდეგი სტატიამთავრობის ანგარიშის წარდგენას პარლამენტში მინისტრები არ დაესწრნენ