“პუტინი უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას სუვერენიტეტს ლახავს,” – ჯო ბაიდენი

baideniრუსეთ-უკრაინის კონფლიქტსა და ვლადიმერ პუტინის პოლიტიკაზე ისაუბრა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბრუკინგსის ინსტიტუტში გამართულ შეხვედრაზე.

მისი თქმით, უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენა ძალზე მნიშვნელოვანია მომავალში მსოფლიო წესრიგის შესანარჩუნებლად. ბაიდენმა დიმიტრი მედვედევის პრეზიდენტობის პერიოდი და ამ პერიოდში გადადმული პოზიტიური ნაბიჯებიც გაიხსენა.

ბაიდენის თქმით, პუტინი არა მხოლოდ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას სუვერენიტეტსაც ლახავს.

“2009-2012 წლებში რუსეთთან მნიშვნელოვან შეთანხმებას მივაღწიეთ თანამშრომლობის კუთხით. მაგრამ როცა პრემიერი პუტინი 2012 წელს კრემლში პრეზიდენტად დაბრუნდა, მან რუსეთი სრულიად სხვა გზაზე დააყენა. მან განაგრძო რუსეთის მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვა, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოსა და მოლდოვისაც. ეს კი ეწინააღმდეგება რუსეთის მეირ აღებულ ვალდებულებებს ჰელსინკში, პარიზსა და ბუდაპეშტში,” – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

banner
წინა სტატიაშიუბედური შემთხვევა გალის რაიონში
შემდეგი სტატიასაქართველოს და სამეგრელოს ნაკრებები მინი-ფეხბურთში