პუტინი: სირიის კრიზისის გადაჭრა მხოლოდ ასადის მხარდაჭერით შეიძლება

პუტინი: რუსული ავიადარტყმებისგან სირიის მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაღუპულა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით ,,სირიის კრიზისის გადაჭრა, მხოლოდ ამ ქვეყნის ხელისუფლების მხარდაჭერით არის შესაძლებელი,, ამის შესახებ მან ამერიკული CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
,,არ არსებობს სირიის კრიზისის მოგვარების სხვა საშუალება, გარდა მოქმედი სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერისა და ტერორიზმთან ბრძოლაში მათთვის დახმარების გაწევისა,, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, აუცილებელია სირიის მთავრობისა და ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილებს შორის დიალოგი შედგეს… ქვეყანაში კი – რეფორმები განხორციელდეს.

,,ჩემი ღრმა რწმენით, სხვა მიმართულების მოქმედებები… მაგალითად, მოქმედი ხელისუფლების ჩამოსაგდებად მიმართული… იგივე იქნება , რაც  ლიბიის მაგალითი… სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები სრულიად მოშლილია. მსგავსი სიტუაცია, სამწუხაროდ ერაყშიც გვხდება,, აცხადებს პუტინი.

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაშიმერკელი: ევროპას ჯერ არ მოუგვარებია მიგრანტების კრიზისი
შემდეგი სტატიაკიმ კარდაშიანმა რომის პაპს “ნარკოტიკი” უწოდა