პუტინი: რუსეთი სირიის ხელისუფლების მხარდაჭერას აგრძელებს

პუტინი: რუსეთი სირიის ხელისუფლების მხარდაჭერას აგრძელებს

პუტინირუსეთის პოლიტიკა სირიის ხელისუფლებისა და ხალხისადმი უცვლელი რჩევა–ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა. “ჩვენ ვხედავთ, როგორ რთულად ვითარდება სირიაში სიტუაციები, რომელიც პირველ ყოვლისა, საერთაშორისო ტერორიზმს უკავშირდება. ვაცნობიერებთ, რომ ასეთ მდგომარეობაში წარმატება ყოველთვის გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული, შესაძლებელია სამხედრო წარუმატებლობაც, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ სირიელი ხალხი საბოლოოდ გაიმარჯვებს” – ვლადიმერ პუტინმა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განაცხადა და ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთი სირიის ხელმძღვანელობას და ხალხს მხარს დაუჭერს ტერორიზმთან ბრძოლაში.
სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის მუალლეს თქმით, სირია მზად არის ითანამშრომლოს რეგიონის ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი რუსეთთან. “ჩვენ გვახსოვს თქვენი დამსახურებები იმ მიღწევებში, რაც სირიაში გვაქვს. ჩვენთვის მთავარი საფრთხე საზღვრებიდან მოდის, რომლიც საკმარისად არ არის დაცული, იმედს ვიტოვებთ თქვენს ძალისხმევასა და მონდომებაზე, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლაში დაგვეხმარება” – განაცხადა მუალლემ.
“ახლა, როცა ტერორიზმის საფრთხე ყოველდღიურად იზრდება, არ უნდა არსებობდეს მიზეზები, რომელიც პოლიტიკურ პროცესებს გადადებს ჩვენს ქვეყნებს შორის” – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრმა სერგეი ლავროვმა.
მუალლემ ასევე განაცხადა, რომ “აშშ ტერორისტული დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოს აფინანსებს და არც მალავს საკუთარ მხარდაჭერას მათ მიმართ”

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას უვნებელ პროცედურას უწოდებს
შემდეგი სტატიაზურაბ ჯაფარიძე – პრობლემები ეკონომიკური თვალსაზრისით კიდევ უფრო გაღრმავდება