პუტინი მოსკოვში სომხეთის პრეზიდენტს შეხვდება

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი  7 სექტემბერს მოსკოვში სამუშაო შეხვედრას გამართავენ.

როგორც კრემლის პრეს-სამსახური იტყობინება, დღის წესრიგშია ორმხრივი პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები, ასევე ეკონომიკური, კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში პარტნიორობისა და ევროაზიურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხები.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიკანადაში, დაღუპულ სირიელ ბავშვებს პატივი მიაგეს
შემდეგი სტატიაავსტრიამ და გერმანიამ ათასობით მიგრანტი მიიღო