პუტინი: “კრიზისის პიკი მიღწეულია, ეკონომიკა სტაბილურდება”

პუტინი: კრიზისის პიკი მიღწეულია, ეკონომიკა სტაბილურდება

პუტინი: კრიზისის პიკი მიღწეულია, ეკონომიკა სტაბილურდება“კრიზისის პიკი მიღწეულია, რუსეთის ეკონომიკა ახალ პირობებს ეგუება” – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საინვესტიციო ფორუმზე “რუსეთი გვიხმობს”.
მისი თქმით, რუსეთის ეკონომიკაში, კრიზისის მიუხედავად, მაინც შეინიშნება პოზიტიური დინამიკა. ამის მაგალითად მან მოიყვანა სტატისტიკა,რომლის თანახმადაც, 2015 წელს 2010-დან მოყოლებული, პირველად მოხდა საინვესტიციო კაპიტალის შემოდინება ქვეყანაში.
“ვფიქრობთ, რომ პიკი გადალახლი თუ არა, მიღწეული მაინც არის – ასე უფრო მსუბუქად ვიტყვი, თუმცა რამდენიმე კოლეგა თვლის,რომ პიკი ჯერ არ გაგვივლია” – განაცხადა პუტინმა. მან რუსეთის მთავრობა შეაქო მისი ანტიკრიზისული პოლიტიკის გამო. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მრეწველობაშიც შეინიშნება სიტუაციის გამოსწორება.
პუტინის გამოსვლამდე ფორუმზე “რუსეთი გვიხმობს” “როსნეფტის” მეთაური იგორ სეჩინი გამოვიდა სიტყვით, რომელმაც განაცხადა,რომ რუსეთის ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლე ურთმელიძეზე გავრცელებულ ინფორმაციას პროკურატურა საგანგებო განცხადებით ეხმაურება
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი მთავრობის სხდომაზე ენერგოუსაფრთხოების საკითხის განხილვას ითხოვს