პუტინი – იმიჯის შეცვლა: „გმირი ბოევიკი“ თუ „ერთ-ერთი ჩვენთაგანი“?

რუსეთის მოქალაქეების მზერა ტელევიზორებზე 9 მაისის დღის ტრანსლირებისას, კოლონაში ერადერთი ადამიანის მიმართ იყო მიმართული, რუსეთის პრეზიდენტისკენ, რომელიც იმ ადამიანების კოლონას შეუერთდა, სადაც 1941-45 წლებში ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულების ახლობლები წინაპრების ფოტოებთან ერთად მიდიოდნენ.
ხალხში, ომში დაღუპული მამის პორტრეტით ვლადიმერ პიტინიც გამოჩნდა. მისი მოულოდნელი გამოჩენა პრეზიდენტის იმიჯის შეცვლას ემსახურებოდა მიზნად – ამბობენ ექსპერტები. მიზანი „ხალხიდან ადამიანის“ შექმნაა და გარდასახვა „გმირი ბევიკიდან“ უბრალო ადამიანად, რასაც უკვე მიეჩვია მაყურებელი.
პუტინის კოლონაში გამოჩენიდან დაახლოებით 30 წამი კამერებმა ის ვერ დააფიქსირეს. ტრანსლაციის წამყვანმა ვლადიმირ სალავიოვმა პრეზიდენტის მოულოდნელი მარშირებას ასეთი კომენტარი გაუკეთა: „არ ყოფილა არანაირი ხმამაღალი განცხადება, არანაირი აფორიაქება. რატომ? იმიტომ, რომ ეს უზარმაზარი მოვლენაა (გამარჯვები დღე), სადაც პოლიტიკა უკანასკველ ადგილზეა. ამ დღეს ყველა თანაბარია“ – თქვა მან.
ერთ-ერთ გაჩერებაზე, როცა პოუტინი ინტერვიუს იძლეოდა, მასთან კამერების თანდასწრებით მიიჭრა ერთი მამაკაცი და შეკითხვა დაუსვა: „რა შეღავათები მეკუთვნის მე, როგორც ჩენობილის კატარტროფის დროს დაზარალებულს“.
ობიექტივები სასწრაფოოდ გაიფანტნენ გვერდზე. საეთერო ტრანსლაციის წამყვანი ლირიკური ტონით ისევ აგრძელებდა: „გამარჯვების დღეს ყველანი თანაბარი ვართ. ხალხი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან მიდის, რომ მას დაელაპარაკოს.“
„ხალხის პრეზიდენტის“ იდეა მედიის სხვა საშუალებებმაც აიტაცეს.
„პუტინი მოიქცა ისე, როგორც მოიქცეოდა ნორმალური ადამიანი“ – დაწერა გაზეტა.რუმ.
კარნეგის ცენტრის ექსპერტის ალექსეი მალასენკოს თქმით, პუტინის ხალხთან გასვლა მისთვის წარმატებული პოლიტიკური ნაბიჯი იყო. „არ გამიკვირდება, თუკი პრეზიდენტის იმიჯი იმ მომენტში 100 % გხდ. ეს იყო პოპულიზმი, მაგრამ გულღია პოპულიზმი“ – თქვა მან.

banner
წინა სტატიაშირუსებს კოსმოსური რაკეტმზიდი ჩამოუვარდათ
შემდეგი სტატიაგურიაში საფლავები შეურაცხყვეს