პუტინი ევროკავშირთან კავშირების აღდგენას აპირებს

პუტინმა თანამოქალაქეებისგან ისევ მხარდაჭერა მიიღო

დღეს 9 მაისს, მოსკოვში ფაშიზმთან გამარჯვების 70 წლის იუბილეს აღსანიშნავად ჩასულ ჩეხეთის პრეზიდენტ მილოშ ზემანთან გამართულ შეხვედრაზე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა მთლიანად აღადგინოს ურთიერთობები ევროკავშირთან.
,,ჩვენ, ცნობილ მოვლენებთან დაკავშირებით მიღებულ ეკონომიკური შეზღუდვების ფარგლებში, გვქონდა გარკვეული ჩავარდნები საქონელბრუნვის საკითხებში… უნდა აღვნიშნოთ, რომ ამით ყველა ზარალდება და არაფერი კარგი ამაში არ არის,, განაცხადა პუტინმა, რომელმაც გამოთქვა მზაობა, რომ აღადგინოს ურთიერთობა ევროპასტან და კერძოდ ჩეხეთთან.
თავის მხრივ, ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმაც შეახსენა პუტინს, რომ ღიად გამოდიოდა სანქციების შემოღების წინააღმდეგ და დააიმედა რუსი კოლეგა… ,,სიცივეს ყოველთვის დათმობა მოსდევს,, განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინმა ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ლიდერები ცალკე მოიხსენია+foto
შემდეგი სტატიარუსეთში გაურკვეველი მიზეზით სიკვდილიანობა გაიზარდა