პუტინი ამერიკული დაზვერვის სამსახურების ობიექტში

პუტინი ამერიკული დაზვერვის სამსახურების ობიექტში

პუტინმა თანამოქალაქეებისგან ისევ მხარდაჭერა მიიღო1990-იანებიდან ვლადიმერ პუტინი აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ იყო. მაშინ პუტინი სანკტ პეტერბურგში ქალაქის ხელმძღვანელის ანატოლი სობჩაკის მრჩეველად მუშაობდა. ამის შესახებ The Times წერს.

გამოცემა ასევე პუტინის ქონებას ეხება და წერს, რომ მიმდინარე მომენტში ამის შესახებ ინფორმაცია ფაქტობრივად არ არსებობს, მაგრამ ცეერუს ყოფილი კოორდინატორის რიჩარდ პალმერის სიტყვები მოყავს, რომელიც ამბობს, რომ რუსეთის ლიდერი “იმ სისტემის ნაწილი იყო, რომელიც წლების მანძილზე ძარცვავდა სახელმწიფოს”.
მაისის ბოლოს “რადიო თავისუფლებაზე” პეტერბურგელი ყოფილი ბიზნესმენის მაქსიმ ფრეიდზონას ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ის 1990-იანი წლების კორუფციულ გეგმებზე საუბრობს, სადაც ვლადიმირ პუტინიც იყო ჩართული. ინტერვიუ ფრეიდზონას თხოვნით ამოღებულ იქნა რადიოსადგურის გვერდიდან. მისი თქმით, ის რამდენჯერმე შეხვდა პუტინს, რომელიც იმ დროისთვის მერიის შიდა კავშირების სპეციალურ კომიტეტს ხელმძღვანელობდა. პოლიციური იარაღების პროგრამის განხორციელებაში ათობით ათასი დოლარი ქრთამი აიღო პუტინის ასისტენტმა ლიოშა მილლერმა – ამბობს ფრეიდზონი ინტერვიუში. მისი მტკიცებით, პუტინი საუბრისას უბრალოდ ყველას აწერდა თანხებს, თუმცა მას თვითონ პირადად პუტინისთვის ქრთამი პირდაპირ ხელში არ მიუცია.
პუბლიკაციამდე ერთი დღით ადრე პუტინის პრეს სამსახურის უფროსმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ დასავლეთი სახელმწიფოს მეთაურზე საინფორმაციო შეტევის დაწყებას აპირებს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი უკრაინელ მაღალჩინოსნებში შეშფოთებას იწვევს
შემდეგი სტატიარამპმა მაკკეინის სამხედრო დამსახურებები ეჭვქვეშ დააყენა