პუტინის შემოსავლები ერთ წელში ორჯერ გაიზარდა

რუსეთი ომს არავისთან აპირებს-ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2014 წელს გამოიმუშავა 7 654 042 (151,5 ათასი დოლარი) რუბლი, ნაჩვენებია კრემლის საიტზე გამოქვეყნებულ შემოსავლების შესახებ დეკლარაციაში. რაც 2013 წლის მაჩვენებლებს თითქმის ორჯერ აღემატება.
პუტინი, დეკლარაციის თანახმად, ფლობს მიწის ნაკვეთს 1500 კვ. მეტრის ოდენობით, 77 კვ.მ. ბინას. გარდა ამისა, მის მფლობელობაშია 153,7 კვ. მეტრის ფართის ბინა.
პრეზიდენტს სამი საკუთარი მანქანა ყავს, ყველა რუსული წარმოების: ГАЗ М21, ГАЗ М-21-Р და ნივა (Нива).
პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის შემოსავლებიც 2014 წელს თითქმის ორჯერ გაიზარდა: მან გამოიმუშავა 8 მილიონი რუბლი (159,4 დოლარი).
დღეს კრემლის საიტზე ასევე გამოქვეყნდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების დეკლარაციები.
ფინანსური შემოსავლებით მეორე ადგილზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიაჩესლავ ვოლოდინია, მან თითქმის 63 მილიონი რუბლი გამოიმუშავა.

banner
წინა სტატიაში“ქვეყნისთვის ეს ხალხი ღირებულია”-ირაკლი ალასანია ნაციონალურ მოძრაობაზე
შემდეგი სტატიაევროკავშირმა Google კონკურენციის დარღვევაში დაადანაშაულა