პუტინის მორიგი სენსაციური განცხადება

პუტინმა განაცხადა, რომ საგარეო მტრებისთვის თავზე ხელის გადასმას არ აპირებს და აუცილებლად დაიწყებს ომს

პუტინმა განაცხადა, რომ საგარეო მტრებისთვის თავზე ხელის გადასმას არ აპირებს და აუცილებლად დაიწყებს ომსრუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ირგვლივ შექმნილი მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთის ფედერაცია უფრო ძლიერი გახდება.
გამოძიების ფედერალურ ბიუროში სიტყვით გამოსვლისას პუტინმა თქვა, რომ მას ანტირუსულ კომპანიაზე ყოველთვის ექნება „ადეკვატური პასუხი“.
„სიტუაცია ასეთი არ დარჩება სამუდამოდ. უკეთესობისკენ სიტუაციის შეცვლა იმაზეა დამოკიდებული ჩვენ დავთმობთ, თავს დავხრით თუ ვინმეს თავზე ხელს გადავუსმევთ… სიტუაცის უკეთესობისკენ მხოლოდ მაშინ შეიცვლება, თუკი ძლიერები დავრჩებით“ – განმარტა პუტინმა.
„პრინციპულად ახალი საბრძოლო სისტემები იქმნება მოულოდნელი გლობალური დარტყმებისა და ოპერაციებისთვის კოსმოსში“ – თქვა პრეზიდენტმა.
ის დარწმუნებულია, რომ რუსეთის ფედერაცია ყველა ანტირუსულ კომპანიას გასცემს პასუხს. მან ასევე განაცხადა, რომ 2016 და 2018 წლების არჩევნებისთვის, რუსეთის წინააღმდეგ აქციები იგეგმება, რომელითაც უნდათ არეულობები შექმნან ქვეყანაში. „დასავლელი სპეცსამსახურები არ ჩერდებიან და არასამთავრობო ორგანიზაციებს და პოლიტიზირებულ გაერთიანებებს მთავრობის დისკრკრედიტაციისა და დესტაბილიზაციისთვის გამოიყენებენ რუსეთის შიგნით“ – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიუდესიანების პირველი კომენტარი
შემდეგი სტატიაშსს-მ ზუგდიდში მომხდარი სავალუტო ჯიხურის თანამშრომლის ძარცვის ფაქტი გახსნა