პუტინის კავშირები რუსულ ნარკო-მაფიასთან

ლონდონის სასამართლომ გამოაქვეყნა გამოძიების ინფორმაცია, რომლის მიხედვით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კავშირშია სანკტ პეტერბურგულ დანაშაულებრივ სინდიკატთან, რომელიც კოლუმბიიდან ევროკავშირის ქვეყნებში ნარკოტიკების კონტრაბანდას ეწეოდა.

,,ВВС,, -ის ცნობით, მოცემული დაჯგუფების წინააღმდეგ აღძრულ საქმეში ფიგურირებს პუტინის უახლოესი მეგობრის ვიქტორ ივანოვის დოსიე, რომელიც ასევე 2010 წელს ლონდონში პოლონიუმით მოწამლულ ,,ფეესბეს,, ყოფილი აგენტის ლიტივინენკოს საქმეზეც ფიგურირებს.

გამოძიების ინფორმაციით, ვიქტორ ივანოვი მჭიდროდ თანამშრომლობდა დანაშაულებრივი ,,ტამბოვის ორგანიზაციის,, ლიდერთან ვლადიმერ კუმარინთან, რომელსაც სანკტ პეტერბურგის საზღვაო პორტის შეუზღუდავი გამოყენების პირობები შეუქმნა. სწორედ ამ პორტის გავლით ხდებოდა ნარკოტიკების კონტრაბანდა.

მოცემული საქმის გამომძიებელთა მტკიცებით, მათ ხელთ არსებული მასალები ადასტურებენ, რომ ივანოვისა და ტამბოველთა დაჯგუფების მიერ განხორციელებული საქმეები, მთლიანად პუტინის კონტროლის ქვეშ ხდებოდა.

banner
წინა სტატიაშიქეით მიდლტონს და პრინც უილიამს გოგონა შეეძინათ
შემდეგი სტატიაყაჩაღობაში ბრალდებულმა “პროკრედიტ ბანკიდან” 15 000 ლარი, 9 000 აშშ დოლარი და 5 000 ევრო გაიტაცა