პუტინის ზარი ჰოლანდიის პრემიერთან… ბოინგის საქმის მასალებთან დაკავშირებით

რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციით,  სატელეფონო საუბარი შედგა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ჰოლანდიის პრემიერს მარკ რიუტეს შორის, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ჰოლანდიელი პრემიერის ყურადღება მიაქცია მასმედიაში მომხდარ ინფორმაციის გაჟონვაზე, რომელიც მალაიზიური ბოინგის ჩამოგდებასთან დაკავშირებული გამოძიების ვერსიებს ეხება… პუტინმა დაუშვებლად მიიჩნია მსგავსი პოლიტიზირებული ხასიათის ვერსიების პრესისთვის განდობა გამოძიების საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებამდე.

საქმე იმაში გახლავთ, რომ 2 დღით ადრე CNN-მა 2014 წელს უკრაინის ტერიტორიაზე მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების საქმის ჰოლანდიური გამოძიების წყაროზე დაყრდნობით, დასკვნის შავი ვარიანტიდან ინფორმაცია გაავრცელა…

წყაროს ცნობით, ჰოლანდიურმა გამოძიებამ დაადგინა თვითმფრინავზე მოხვედრილი რაკეტის ზუსტი ტიპი და ტერიტორია, რომლიდანაც ის გაუშვეს. აღნიშნულ ტერიტირიას, გამოძიების მკიცებით, იმ დროისათვის რუსი სეპარატისტები აკონტროლებდნენ.

გამოძიება, რომლის მიერ წარმოებული საქმე ასეულობით გვერდისაგან შედგება, პასუხისმგებლობის ნაწილს მალაიზიურ ავიაკომპანიას Malaysia Airlines-ს აკისრებს, რადგან მიუხედავად კონფლიქტისა, მან მარშუტად უკრაინის ტერიტორია არჩია.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის აღმოსავლეთით, დონეცკის ოლქში რუსეთის საზღვართან ახლოს, 2014 წელს მალაიზიური ავიაკომპანიის სამგზავრო თვითმფრინავის Boeing-777-ს ჩამოგდებას, რომელიც ამსტერდამი-კუალა ლუმპური რეისს ასრულებდა, 280 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი შეეწირა.

banner
წინა სტატიაშიეკა გიგაური : ვენეციის კომისია ამბობს, რომ ყველა პროცესი პოლიტიზებულია
შემდეგი სტატია„არამც და არამც არ უნდა გვქონდეს აგრესიული რიტორიკა და არ გვინდა ურა პატრიოტიზმი“