პუტინის განცხადებით ნემცოვის მკვლელობა შეკვეთილ და პროვოკაციულ ნიშნებს ატარებს

ბორის ნემცოვის მკვლელობა - პასუხგაუცემელი კითხვები

11017690_776193075809620_2489387384189389018_nმოსკოვში, რუსეთის  ოპოზიციის ერთერთი ლიდერი ბორის ნემცოვი, წუხელ 27 თებერვალს მოსკოვის ცენტრში  ,,ბალშოი კამენნი მოსტ,, ხიდთან, ამ დრომდე დაუდგენელი პირების მიერ ზურგში 4 გასროლით მოკლული იქნა. გავრცელებული ინფორმაციით, ხიდზე ნემცოვს თეთრი მანქანა მიახლოვდა, საიდანაც უცნობმა პირებმა მისი მისამართით 4 გასროლა მოახდინეს. ამ მომენტამდე მოსკოვში სამარტალდამცავების მიერ ტარდება სპეცოპერაცია ,,პერეხვატი,, რაც ეჭვმიტანილების დადგენა დაკავებას ისახავს მიზნად.

აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და ნაციონალური უშიშროების საბჭომ მიმართვა გაავრცელა სადაც რუსეთს მოუწოდა, ამ მხეცური მკვლელობის სწრაფი, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე გამოძიება ჩაატაროს.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ნემცოვის მკვლელობა ატარებს შეკვეთილ და აშკარა პროვოკაციულ ნიშნებს.
nemtsov7

banner
წინა სტატიაში“მეშინია, რომ პუტინი მომკლავს” – ნემცოვის ბოლო ინტერვიუ
შემდეგი სტატიაკიევში იანუკოვიჩის ყოფილმა მოადგილემ თავი მოიკლა