პუტინის ბრძოლა არის საბჭოთა კავშირის აღდგენისთვის ბრძოლა-მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი მთავრობაში დაბრუნებას დაჰპირდა ქართველ ხალხს

პუტინის ბრძოლა არის საბჭოთა კავშირის აღდგენისთვის ბრძოლა“პუტინს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ ეს არის მისი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა, რომელიც საბოლოო ბრძოლაა,” – აცხადებს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, გადაცემა „არჩევანისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

სააკაშვილის თქმით, “პუტინის ბრძოლა არის საბჭოთა კავშირის აღდგენისთვის ბრძოლა. ამიტომ ეჭვგარეშეა, რომ ის ამ ბრძოლაში ბოლომდე წავა”.

სააკაშვილმა გაიხსენა ცეცხლის შეწყვეტაზე პრეზიდენტ პოროშენკოს გადაწყვეტილების მიღების პროცესი და პარალელები 2008 წლის მოვლენებთან გაავლო.

მან თქვა, რომ „პოროშენკოს უნდა გამოეცხადებინა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება, მაგრამ ხვდებოდა, რომ აცხადებს იმას, რასაც მეორე მხარე არ დაიცავს. არადა, თუ არ დაიცავ ბალანს, გამოჩნდება ათასი ტალიავინი, რომელიც დაწერს, რომ კი ერთი მხარე ცუდია, მაგრამ შენც ბოლომდე არა ხარ მართალი,“ – აცხადებს სააკაშვილი.

ექსპრეზიდენტმა 2008 წლის მოვლენებიც გაიხსენა და მასთან მისული ატირებული მაშინდელი თავდაცვის მინისტრიც.

სააკაშვილის თქმით, დავით კეზერაშვილი მას საკუთარი ჯარისკაცების დასაცავად საპასუხო ცეცხლის გახსნას  ატირებული სთხოვდა.

 

banner
წინა სტატიაშიუკრაინა ახლა 2003 წლის საქართველოს ჰგავს-მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიაუკრაინის პროკურატურაში მუშაობას უახლოეს პერიოდში იურისტი გიზო უგულავა დაიწყებს–მიხეილ სააკაშვილი