პური გაუძვირეთ მოსახლეობას და ცდილობთ, რომ სანახაობა მაინც არ მოაკლოთ და ამის ნაწილია პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნა

პური გაუძვირეთ მოსახლეობას და ცდილობთ, რომ სანახაობა მაინც არ მოაკლოთ და ამის ნაწილია პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნა

პური გაუძვირეთ მოსახლეობას და ცდილობთ, რომ სანახაობა მაინც არ მოაკლოთ და ამის ნაწილია პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნაპური გაუძვირეთ მოსახლეობას და ცდილობთ, რომ სანახაობა მაინც არ მოაკლოთ და ამის ნაწილია პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნა, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.
“ბატონი ქანთარია და ბატონი ვოლსკი საუბრობდნენ სინდისზე და შუბლის ძარღვის პრობლემებზე. ეს სიტყვები საერთოდ გაგონილი მაინც რომ ჰქონდეს ჩვენს მთავრობას და ხელისუფლებას, ვფიქრობ, რომ თავის თავს არ მისცემდნენ უფლებას, 100 მილიონი დაეხარჯათ რესტორნებში და ტაშ-ფანდურში (თქვენ დაგესესხებით ამ სიტყვას) მაშინ, როდესაც ამ კვირაში პური 10 თეთრით გაძვირდა. ამ სიტყვების აზრი რომ იცოდეთ, დარწმუნებული ვარ, ძალიან შეგრცხვებოდათ და არ იყიდდით 146 მილიონის მანქანებს მაშინ, როდესაც პენსია 125 ლარი იყო ჩვენს დროს და 76 დოლარი, 150 ლარია ახლა და 71 დოლარი. თქვენ რომ საერთოდ შუბლის ძარღვის პრობლემა გაწუხებდეთ, დარწმუნებული ვარ, 2012 წელთან შედარებით 358 მილიონით მეტ ხელფასებს და პრემიებს არ აიღებდით მაშინ, როდესაც საარსებო მინიმუმი ახლა არის 95 დოლარი და იყო 76; 500 დასახელების მედიკამენტი გაძვირდა 15%-ით. ძალიან მძიმე სოციალური ფონია ქვეყანაში. ეს ყველაფერი გამოიწვია თქვენმა უნიათობამ, არაკომპეტენტურობამ, იმან, რომ კორუფციაშია ქვეყანა ჩართული. რადგან პური გაუძვირეთ მოსახლეობას, ყველანაირად ცდილობთ, რომ სანახაობა მაინც არ მოაკლოთ და ვფიქრობ, სწორედ ამის ერთ-ერთი ნაწილია ახალი დეპარტამენტის შექმნა. ბატონი ქანთარია გვეუბნებოდა, რომ ნუ გეშინიათო და გარწმუნებთ, რომ მართლა არ მეშინია არაფრის. მე ვფიქრობ, თქვენ უნდა გეშინოდეთ”, – განაცხადა ნადირაშვილმა.
დეპუტატი დაინტერესდა, ახალი დეპარტამენტი გამოიძიებს თუ არა “ქართული ოცნების” მთავრობის კავშირებს ქურდულ სამყაროსთან, ბარბარე რაფალიანცის და თათუხაშვილის საქმეებს ან იმას, პრემიერ-მინისტრის მეჯვარემ როგორ გააქრო გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან 2,5 მილიონი და როგორ ეძებენ ახლა ამ ფულს.
“მაინტერესებს, ეს დეპარტამენტი გამოიძიებს თუ არა მარგიშვილის საქმიანობას და მის კავშირებს კორუფციულ სქემებთან. მე ვიცი, რომ მთელი მთავრობა და უმრავლესობა ახლა მუხლებაკანკალებული ელოდებით ჯოკია ბოდოკიას სასამართლოს, რას დაფქვავს და ვის დაასახელებს, ნამდვილად არ იცით. ამის გამო გადამალეთ მარგიშვილი ახალ სამსახურში. მაშინ როდესაც საუბრობთ ქამრების შემოჭერაზე, აბსოლუტურად არალოგიკურად გამოიყურება ამ ახალი დეპარტამენტის შექმნა, მარგიშვილისთვის ახალი სამსახურის შექმნა. თქვენ ფიქრობთ, რომ სანახაობით გადაფარავთ თქვენს უნიათობას და არაკომპეტენტურობას, მაგრამ უკვე მარტო ჩვენ კი არა, ქართველი ხალხის უმრავლესობა მიხვდა, რომ თქვენ ხართ საქართველოში ყველაზე უფრო მატყუარა მთავრობა”, – განაცხადა ნადირაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საპატრიარქო მიხეილ სააკაშვილთან და გიული ალასანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაქართული ანდაზაა, “კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო”. საქართველოში, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ეს ანდაზა არ მუშაობს