,,პროცესის დაწყებიდან უკვე ჩანდა ის ფაქტი, რომ პროკურორებს გამიზნული ჰქონდათ ყველაფერი ეღონათ, რომ პროცესი გაეჭიანურებინათ”

გიორგი გელხაურის განხცადებით, თბილისის ყოფილი მერის უკანონო პატიმრობაში ყოფნის ყოველი წუთი დანაშაულია.

მისი თქმით, პროცესის დაწყებიდანვე პროკურორებს გამიზნული ჰქონდათ რომ პროცესი გაეჭიანურებინათ.

“დღევანდელი პროცესის დაწყებიდან უკვე ჩანდა ის ფაქტი, რომ პროკურორებს გამიზნული ჰქონდათ ყველაფერი ეღონათ, რომ პროცესი გაეჭიანურებინათ. პირველი არის ის, რომ მათ პროცესზე დააგვიანეს, მეორე ის, რომ დააყენეს მოსამართლის აცილების საკითხი რაღაც გაურკვეველი მიზეზების გამო, რაზეც მოსამართლემ უარი თქვა. შემდეგ მოსამართლეს მთლიანი სასაამართლოს კოლეგიის აცილება სთხოვეს, რაზეც ასევე უარი ეთქვათ, რადგან უსაფუძვლო იყო. ჩვენ შუამდგომლობაზე როცა მოვთხოვეთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაუყოვნებლივ მოხდეს უგულავას გათავისუფლება უკანონო პატიმრობიდან, ამ შუამდგომლობაზე მოითხოვეს ვადა იმიტომ, რომ მათ არ იცოდნენ აღნიშნული გადაწყვეტილება. განაცხადეს, რომ უნდოდათ გაცნობა და მოითხოვეს დრო. გჯერათ რომ ვინმემ დღეს არ იცის აღნიშნული გადაწყვეტილება? ამ ქმედებებს ვაძლევთ შეფასებას, უნდოდათ ყველანაირი ღონის გამოყენება, რომ აღნიშნული პროცესის გადადება მომხდარიყო, რაც უკანონოა. უგულავა იმყოფება უკანონო პატიმრობაში და თითოეული წუთი, საათი მისი უკანონო პატიმრობაში ყოფნის არის დანაშული”, – განაცხადა გელხაურმა.

banner
წინა სტატიაში“დაცვის მხარე როგორც ამბობს დასკვნა ერთი წინადადება არისო, ეს არ არის სიმართლე”
შემდეგი სტატიაგაეროში სირიის ელჩმა რუსეთს ავია დარტყმებისკენ მოუწოდა