„პროცესები გამჭვირვალედ ჩატარდა,“- სანიკიძე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალ ხელმძღვანელზე

„პროცესები გამჭვირვალედ ჩატარდა,“- ეს განცხადება განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გააკეთა. მინისტრს მიაჩნია, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალი ხელმძღვანელის არჩევა კანონის სრული დაცვით მოხდა.

„პროცესები გამჭვირვალედ ჩატარდა. ხანგძლივი გასაუბრება იყო აპლიკანტებთან. კომისიის წევრებმა სრულად გამოთქვეს თავიანთი მოსაზრება, შემდგომ მოხდა ამ მოსაზრებების შეჯერება. გაგრძელდა მსჯელობა და მხოლოდ ამის შემდეგ ჩატარდა კენჭისყრები. მე ვფიქრობ ჩვენ რაც გვეხებოდა ყველაფერი სწორად კანონის ფარგლებში გავაკეთეთ,“- აცხადებს განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს გახდა ცნობილი, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელად ზაზა აბაშიძე დაინიშნა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოდან სირიაში 2 ქართველი ქალი წავიდა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ჩაის კულტურის განვითარებას მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი