“პროფესიულად კარგად დალაგებული სიცრუე მოდის ძალიან ხშირად”–კრიტიკის ობიექტი “რუსთავი 2” და “ტაბულაა”

ივანიშვილი

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „რუსთავი 2“ პარტიული ტელევიზიაა და პარტიის აგიტაციას ეწევა. ამის შესახებ ივანიშვილმა გადაცემა „კვირის 2030“-ში განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებამ იცის, რომ „რუსთავი 2“ პოლიტიკური პარტიის ტელევიზიაა.

„დამოუკიდებლობაზე როდესაც ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რაც საქართველოში ხდებოდა. პოლიტიკური გავლენები არ არის დიდი უბედურება, თუკი ჩვენ ვიცით და ვაცხადებთ ამის შესახებ ღიად.

ეს მედიასაშუალებების მეპატრონეების თუ მათი მოქალაქეობრივი დამოკიდებულების საქმედ შეიძლება ჩავთვალოთ. ჩვენ გვაქვს კარგი შემთხვევა „რუსთავი 2“-ის შემთხვევაში. ის გახლავთ პარტიული ტელევიზია. აგიტაციას უკეთებს პარტიას და მაქსიმალურად ცდილობს, რომ მის პარტიის ოპონენტი მის გემოვნებას არ მოარგოს“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.მისი თქმით, ყველაზე დიდი ცოდვა სიცრუეა, მედიასაშუალებები კი ხშირად ცრუობენ.

„რაც არის და როგორც არის განვითარებულ სახელმწიფოებში, ხშირად ნახავთ, რომ ერთი პარტიის გემოვნებაზეა რაღაც მედიასაშუალება მორგებული და მის აგიტაციას უფრო მეტად ახერხებს.

შეიძლება იყოს მეორე მეორე მედიასაშუალება, რომელიც მეორე პარტიის მიმართ უფრო მეტ სიმპათიას გამოხატავს, მაგრამ ყველა შემთხვევაში, მკითხველმა და მსმენელმა იცის, რომ ისინი არ ცრუობენ. ჩვენ ამისგან დაზღვეული არ ვართ და საუბედუროდ, ისევ ძირითადი წამყვანი ძალა „რუსთავი 2“ და „ტაბულაა“. ოღონდ სიცრუეს თავი დაანებოს, არავითარი პრობლემა არ არის.საზოგადოებამ იცის რომ, პოლიტიკური პარტიის ტელევიზიაა“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.მისი თქმით, ყველაზე პროფესიონალ ტელევიზიას „რუსთავი 2“-ს ეძახიან.

„პროფესიულად კარგად დალაგებული სიცრუე მოდის ძალიან ხშირად. არ არის პრობლემა, რომ თუ მის ჟურნალისტებს და მეპატრონეს მოსწონს „ნაციონალური მოძრაობა“ და ესაა მათი გემოვნება, ღმერთმა მოახმაროს, ოღონდ ნუ იცრუებს“,- აღნიშნა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშინაზარბაევი მეხუთედ აირჩიეს ყაზახეთის პრეზიდენტად
შემდეგი სტატია,,ბაიერნი,, ბუნდესლიგის ჩემპიონი გახდა