პროსტიტუცია ჩინური მასაჟის სალონში

პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით თბილისში ჩინური მასაჟის სალონის ადმინისტრატორი დააკავეს.

დაკავებული 1960 წელს დაბადებული ჩინეთის მოქალაქეა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, თბილისში, გამრეკელის ქუჩაზე მდებარე ე.წ. ”ჩინური მასაჟის” სალონის ფართს ქალბატონებს პროსტიტუციისთვის უთმობდა.

სამართალდამცველებმა სალონში მომუშავე ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს.

banner
წინა სტატიაშივახტანგ კაპანაძე ავღანეთში იმყოფება
შემდეგი სტატიაიანვრიდან რესტორნებში ღვინოზე კონტროლი მკაცრდება