პროკურორი გერგედავას საქმისთვის ბრალდებულის სამუდამო პატიმრობას ითხოვს

პროკურორი გერგედავას საქმისთვის ბრალდებულის სამუდამო პატიმრობას ითხოვს

სოხუმის მილიციის სკოლის კურსანტის მერაბ გერგედავას სიკვდილის ფაქტზე ბრალდებულებისთვის სამუდამო პატიმრობას და 20 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს პროკურატურა.
„ბრალდებულები კალაიჯიანი და ტოროსიანი მკვლელობაში არიან ბრალდებულები, რომელიც განხორციელდა ჯგუფურად. დანაშაული ჩადენილია 217-ე მუხლის მეორე ნაწილით, ასევე, 99-ე მუხლის მე-2 ჟ მუხლით აფხაზეთის სისხლის სამართლის კოდექსით “ – აღნიშნა აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო პროკურორმა ზურაბ აგუმავამ.
მან განაცხადა, რომ გამოძეიებამ დიდი სამუშაო ჩაატარა მტკიცებულებების მოპოვების კუთხით.
მერაბ გერგედავას მკვლელობა 2014 წლის 19 სექტემბერს მოხდა. დაკავებულებმა გერგედავა თითქოსდა მარიხუანას შესაძენად მანქანაში შეიტყუეს, შემდეგ გულრიფშის ტყეში წაიყვანეს და სამჯერ ესროლეს თავში. ასევე, დანით მიაყენეს ჭრილობები გულის არეში.
სისხლის სამართლის საქმე აღნიშნულ ფაქტზე 2015 წლის თებერვალში აღიძრა.

banner
წინა სტატიაშიანქვაბის საქმეზე ბრალდებულმა ჩვენება მისცა
შემდეგი სტატიაშალვა აბულაძემ პასუხი კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგოს – საპარლემტო უმრავლესობა ეჭვმიტანილის დაკავებას ეხმაურება