პროკურატურის სისტემაში დაგეგმილი ცვლილება მთავარი პროკურორის ახალი კანდიდატურის წამოყენებას და არჩევას იწვევს

PROKURTAURA GANCXADEBAS AVRCELEBS

“პროკურატურის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის ერთ-ერთ მთავარ სიახლეს მთავარი პროკურორის ახალი წესით დანიშვნა-გათავისუფლება წარმოადგენს , მთავარი პროკურორის ახალი კანდიდატურის წამოყენებასა და არჩევას იწვევს.
გამომდინარე აქედან, დღის წესრიგში მოქმედი მთავარი პროკურორისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დგება, თუმცა პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი პერსონალურად მოქმედი მთავარი პროკურორის ხელახალი წარდგენის შესაძლებლობას არ ზღუდავს.
იმ შემთხვევაში თუკი პარლამენტი იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ და მთავრობის წარდგენილ პროექტს გაიზიარებს, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნა ერთი მხრივ, საპროკურორო საბჭოს და ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მონაწილეობით მოხდება.
პროექტის გათვალისწინებით, კანონის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში პარლამენტმა და პროკურორთა კონფერენციამ საპროკურორო საბჭოს წევრთა არჩევა უნდა უზრუნველყოს. პარლამენტისა და პროკურორთა კონფერენციის მიერ საპროკურორო საბჭოს წევრთა არჩევისთანავე, იუსტიციის მინისტრმა უნდა უზრუნველყოს საპროკურორო საბჭოს პირველი სხდომის მოწვევა და ახალი კანონით გათვალისწინებული წესების შესაბამისად, მთავარი პროკურორის ასარჩევად საჭირო პროცედურების დაწყება.
პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადად 6 წელს განსაზღვრავს და აღნიშნულ თანამდებობაზე ერთი და იგივე პირის ზედიზედ ორჯერ დანიშვნას კრძალავს.
“პროკურატურის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში განიხილეს.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი – სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა მთხოვა, გიორგი ქადაგიძე არ დაეკავებინათ და ეს თხოვნა გავითვალისწინე
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ საბანკო ზედამხედველობის სამსახური ცალკე უწყებად უფრო ეფექტური იქნება