პროკურატურა ჩემს წინააღდმეგ აგრძელებს ყალბის საქმეების შედგენას- გიგი კალანდაძე

დაჭერის შიშით გიგი კალანდაძე მამის დაკრძალვაზე ვერ ჩამოვიდა-ამის შესახებ განცხადება გიგი კალანდაძემ  ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის ეთერში გადაცემა “არჩევანში” გააკეთა. მისი თქმით, მას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართევლოს მთავარი პროკურატურა მის დაკავებას გეგმავს.

“საქართევლოში დაბრუნება ჩემი მთავარი მიზანია, მაგრამ სამწუხაროდ მე როგორც მაქვს ინფორმაცია პროკურატურა ჩემს წინააღდმეგ აგრძელებს ყალბის საქმეების შედგენას და ჯერჯერობით ამას ვერ ვახერხებ. არსებობს ინფორმაცია, რომ ჩემი დაკავება იგეგმება.რამოდენიმე დღის უკან გარდამეცვალა მამა და ვერ შევძელი ჩამოსვლა. ამის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ ახალი წლის შემდეგ დაიწყეს ახალი საქმის შეკერვა და იბარებდნენ მოწმეებს. ეს ინფორმაცია მე გამაჩნია სანდო წყაროდან,”-განაცხადა გიგი კალანდაძემ.

“უკრაინაში დაახლოებით 100-მდე ქართველი იბრძვის,” – ამის შესახებ გადაცემა “არჩევანში” გენერალმა, გიგი კაპანაძემ განაცხადა.
მან გმირულად დაღუპულ სუხიაშვილზეც ისაუბრა და თქვა, რომ შეტაკებისას დაიჭრნენ სხვა ქართველი მეომრებიც, რომელთა მდგომარეობა ამჯერად დამაკმაყოფილებელია.
“მებრძოლი ქართველების განწყობა არის საბრძოლო. რეალურად, დაახლოებით, 100 კაცამდე იბრძვის. მაგრამ მათი რაოდენა მუდმივად იცვლება,” – განაცხადა გიგი კალანდაძემ.

banner
წინა სტატიაშიდავოსის ეკონომიკური ფორუმისთვის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული პოლიცია
შემდეგი სტატიარას სთხოვს გიგი კალანდაძე თავდაცვის სამინისტროს