პროკურატურა ქალაქ თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსს კითხავდა

სავარაუდოდ, ყოფილი პატრულის გიორგი ბაბუნაშვილის მიერ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი იკითხებოდა. დავით მიქიაშვილი თბილისის პროკურატურაში სამი საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
,,თაიმერის” ჟურნალისტის ინფორმაციით მიქიაშვილი პროკურატურაში დაახლოებით 18:30 საათზე შევიდა და რამდენიმე წუთის წინ გამოვიდა. თუმცა მან პროკურატურის მიმდებარე ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.
შეგახსენებთ ,,თაიმერის” მიერ ექსკლუზიურ სკანდალურ კადრებში, რომელიც საინფორმაციო სააგენტოს გიორგი ბაბუნაშვილმა მიაწოდა მიქიაშვილიც ფიგურირებს.

banner
წინა სტატიაშისაინფორმაციო კამპანიას “დაიცავი თავისუფლება” იწყება
შემდეგი სტატია“საქართველოს შეუძლია შეიტანოს საკუთარი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების განვითარებაში”