პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

პატრულ-ინსპექტორებსა და მოქალაქეებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

პატრულ-ინსპექტორებსა და მოქალაქეებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. "ინტერპრესნიუსი" უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "2015 წლის 26 იანვარს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მათთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით ბრალდებულის სახით დააკავეს ადვოკატი იმედა წიკლაური და მისი ძმა გიორგი წიკლაური, ხოლო ადმინისტრაციული წესით დაუმროჩილებლობისათვის დააკავეს მათი თანმხლები პირი ასევე ადვოკატი ლევან ავალიანი. გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წლის 26 იანვარს, ქ.თბილისში, ოქროყანის გზაზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ გაჩერებული იქნა ვ. ჭინჭარაულის მართვის ქვეშ მყოფი "ფორდი"-ს მარკის ავტომობილი, სადაც მასთან ერთად იმყოფებოდნენ გ. წიკლაური, ლ. ავალიანი და ი. წიკლაური. ამ უკანასკნელმა, რომელიც იყო ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს გაჩერების მიზეზის ახსნა მოსთხოვა, რაც სიტყვიერ შელაპარაკებაში გადაიზარდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ისინი პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისათვის ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო ლ. ავალიანი დააკავეს ადმინისტრაციული წესით. ზედამხედველი პროკურორის მიერ საქმეში არსებული მტკიცებულებების, მათ შორის პატრულ-ინსპექტორების სამკერდე კამერების და საპატრულო ეკიპაჟის ავტომანქანის კამერის მიერ განხორციელებული ვიდეო ჩანაწერების, შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ი. წიკლაურისა და გ. წიკლაურის მხრიდან რაიმე სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს, კერძოდ სამართალდამცავთა მიმართ რაიმე სახის იძულებას, რასაც თან ახლდა ძალადობა ან ძალადობის მუქარა ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, უკანონოდ განხორციელდა ხსენებული პირების სსკ-ის 353-ე მუხლით ბრალდებულის სახით დაკავება. აღნიშნულიდან გამომდინარე იმავე დღეს პროკურორის დადგენილებით ბრალდებულის სახით დაკავებული ი. წიკლაური და გ. წიკლაური განთავისფულდნენ დაკავებიდან. აღსანიშნავია, რომ დაკავებისას სხეულის დაზიანება მიიღო ი. წიკლაურმა. მისი განცხადებით მან ხსენებული დაზიანებები მიიღო პატრულ ინსპექტორების მხრიდან მისი ცემის შედეგად. იგი მოთავსებული იქნა ჰოსპიტალში და ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დაუდგინდა თირკმლის დაჟეჟილობა. აღნიშნულზე დაინიშნა და მიმდინარეობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა რაც შეეხება პოლიციის მუშაკისადმი დაუმორჩილებლობის გამო ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ლ.ავალიანს, მის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალწარმოების საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ იქნა შეწყვეტილი, ვინაიდან საერთოდ არ დადასტურდა ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენის ფაქტი. არსებული ჩანაწერების შესწავლის შედეგად, ასევე დგინდება, რომ ლ.ავალიანის მხრიდან ადგილი არ ჰქონია დაუმორჩილებლობის ჩადენის ფაქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გამოძიების პროცესში გამოიკვეთა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების და განზრახ უკანონო დაკავების შესაძლო ფაქტები, ხოლო ხსენებული სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. შესაბამისად, მასმედიის სხვადასხვა საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოსდა დაკავებულების გაშვება მოხდა პროკურორის სატელეფონო ზარით, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, არის ტყუილი და მიზნად ისახავას საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ ბრალდებულების განთავისუფლება მოხდა პროკურორის დადგენილების საფუძველზე, ვინაიდან ბრალდებულის სახით დაკავება მოხდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძლვების გარეშე და აშკარად ჰქონდა ადგილი მოქალაქეთა უფლებების უხეშ დარღვევას", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფმა დაასრულა საქართველოს მთავარ პროკურატურაში წარმოებული მორიგი გახმაურებული სისხლის სამართლის საქმის შესწავლა და დადო დასკვნა, რომლის თანახმადაც, პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი რეკომენდაციას აძლევს საქართველოს მთავარ პროკურორს განაგრძოს სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოება ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიმართ 2007 წლის 7 ნოემბერს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისა და არკადი პატარკაციშვილის ქონების, მათ შორის ტელეკომპანია „იმედის“ ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით.

პროკურატურის მრჩეველთა ჯგუფმა საქმეზე მთავარი პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების რამდენიმეთვიანი შესწავლის შემდეგ დაასკვნა, რომ 2007-2012 წლებში საქართველოს მთავრობის ქმედებები, რომლებიც მიმართული იყო სამთავრობო ინსტიტუტების გამოყენებით არკადი პატარკაციშვილისა და მისი ოჯახის კუთვნილი ქონების უკანონოდ ჩამორთმევისკენ, ასევე, 2007 წლის 7 ნოემბერის მოვლენები, რა დროსაც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ მოხდა ძალის გამოყენება, დასკვნის მიხედვით, აღნიშნული საკმარისია ბრალდების მხარდაჭერისათვის და სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა გაგრძელდეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის, ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ზურაბ ადეიშვილისა და თბილისის ყოფილი მერის გიორგი უგულავას წინააღმდეგ სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისთვის.

მთავარი პროკურორისთვის წარდგენილ ანგარიშში, საერთაშორისო ჯგუფის დასკვნის მიხედვით, მტკიცებულებები „ასახავენ ერთიან, განგრძობად გეგმას 2005 წლიდან 2010 წლამდე პერიოდში, რომელიც მიზნად ისახავდა დანაშაულებრივი ქმედებების გზით, მათ შორის ძალადობით, ქონების განადგურებითა და თაღლითობით, მთავრობის მიერ მედიის საქმიანობის კონტროლს და მთავრობის მიმართ კრიტიკისა და საზოგადოებრივი პროტესტის ჩახშობას, მათ შორის 2007 წლის 7 ნოემბერს. გარდა ამისა, მტკიცებულებები კონკრეტულად მიუთითებენ ფართომასშტაბიან კამპანიაზე არკადი პატარკაციშვილის წინააღმდეგ, რომლის მიზეზსაც წარმოადგენდა პატარკაციშვილის უარი ტელეკომპანია „იმედი“ სამთავრობო კონტროლს დაექვემდებარებინა, და აგრეთვე, მისი ოპოზიციური პოლიტიკური საქმიანობა, რამაც გამოიწვია მისი ქონების განადგურება და მიტაცება“.

საერთაშორისო ჯგუფი, 2014 წლის ივლისში მთავარი პროკურორის ინიციატივით შეიქმნა იმ მიზნით, რომ აქტიურად შეესწავლა მთავარი პროკურატურის მიერ მიწოდებული მასალები, რომლებიც მოიცავდა მოწმეთა ჩვენებებს, ექსპერტიზის დასკვნებს, სასამართლო ოქმებს, საქართველოს კანონმდებლობასა და შესაბამის მასალებს. პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფში გაწევრიანებული არიან: სერ ჯოფრი ნაისი (გაერთიანებული სამეფოს დედოფლის ადვოკატი), მოშე ლადორი – ისრაელის სახელმწიფოს ყოფილი მთავარი პროკურორი და პოლ კოფი – ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის განყოფილების ყოფილი უფროსი.

პროკურატურის მრჩეველთა ჯგუფის მიერ დადებული აღნიშნული დასკვნა რიგით მეორეა. პროკურატურაში არსებობს კიდევ ერთი დასკვნა, რომლის თანახმადაც ქართველ პროკურორებს ეძლევათ რეკომენდაცია გააგრძელონ სისხლისსამართლებრივი დევნა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სხვა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, 2005 წელს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღლონტს ,,ნაციონალების,, აქცია გაუმართლებლად მიაჩნია
შემდეგი სტატიააქციის მონაწილეებმა კანცელარიასთან ცაში ზვიგენის ფორმის ბუშტები გაუშვეს (ფოტო)