პროკურატურამ მოქალაქეებისთვის ქონების ჩამორთმევის კიდევ 3 ფაქტი გახსნა

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საგანგებო განცხადება გაავრცელა

პროკურატურამ 2012 წლამდე მოქალაქეებისთვის ქონების ჩამორთმევის 3 ფაქტი გახსნა. მხილებულნი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამდებობის პირები.

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის განცხადებით, შემაჯამებული გადაწყვეტილების შემდეგ დაზარალებულ მოქალაქეებს დაუბრუნდებათ ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული 12 ავტომანქანა.

უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ მხილებულ პირებს დისკრეციები გაუფორმდათ და ამ დროისთვის, სისხლის სამართლებრივი დევნა არცერთი საჯარო მოხელის მიმართ არ დაწყებულა.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური: სახელმწიფომ უფრო მეტი საპრივატიზაციო ობიექტი მიიღო
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: ქონების გაცვლა მოხდა, რაიმე განსაკუთრებული არ მომხდარა