პროექტის ავტორის თქმით, ის, რაც პირველ რიგში დროულად უნდა გაკეთდეს, დაზიანებული გზის აღდგენაა

დაზუსტებულ ინფორმაციას

ვაკე-საბურთალოს ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტის ავტორის, თამაზ შილაკაძის აზრით ის, რაც პირველ რიგში დროულად უნდა გაკეთდეს, დაზიანებული გზის აღდგენაა, – ამის შესახებ შილაკაძემ ჟურნალისტებს სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის სხდომის შემდეგ განუცხადა, სადაც მსჯელობა ვერეს ხეობის შესწავლის და აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების საკითხებზე წარიმართა.
“ჩემი აზრით, ხვალიდანვე უნდა დაიწყოს გზის აღდგენის პროცესი. ქალაქი ტრავმირებულია და მოძრაობა უნდა აღდგეს. შემდგომ პერსპექტივაში შეიძლება უფრო უკეთესი კონსტრუქციის გზის მოძებნა, მაგრამ დღეს, როცა ქალაქი გაჭედილია და საცობებით სავსეა, გზის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა უნდა დაიწყოს”, – აცხადებს შილაკაძე.
შილაკაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ სტიქიის შედეგად 16 მეტრის სიმაღლის ღვარცოფი წარმოიქმნა, რომელსაც ვერაფერი გაატარებდა.

banner
წინა სტატიაშივაკე-საბურთალოს ჩქაროსნული მაგისტრალის დროებითი აღდგენის საკითხი განიხილება
შემდეგი სტატიაპუტინის მესიჯები პეტერბურგიდან